Skip to content

გაადვილეთ და არ გაართულოთ, ახარეთ და არ შეაძულოთ

ანას ბინ მალიქი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«გაადვილეთ და არ გაართულოთ, ახარეთ და არ შეაძულოთ».

«يَسِّرُوا وَلَا تُعَسِّرُوا، وَبَشِّرُوا وَلَا تُنَفِّرُوا».

შეთანხმებული
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანებს შემსუბუქებას და გაადვილებას ხალხისთვის და მათგან სირთულის მოხსნას ყველა საქმეებში ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური, იმ საზღვრების ფარგლებში, რაც ალლაჰმა ნებადართულად ჰყო და დაადგინა. და მოუწოდებს, გააცნოთ ადამიანებს კეთილი სიახლე, ისე, რომ არ დააშინოთ ისინი მისგან.

სიტყვების მნიშვნელობა

...:

ჰადისის სარგებლობიდან

აუცილებელია მორწმუნე ხალხს შეაყვაროს ალლაჰი და მოუწოდოს მათ სიკეთისკენ.

ის, ვინც მოუწოდებს ალლაჰის გზისკენ, უნდა უყურებდეს სიბრძნით, იმას თუ როგორ მიუტანოს ხალხს ისლამის მოწოდება.

კეთილი უწყება იწვევს სიხარულს, წარმატებას და ნდობას როგორც თვითონ მქადაგებლისადმი, ასევე იმ მოსაზრებებისადმი, რასაც ის ხალხს აწვდის.

გართულება კი იწვევს ზიზღს, ზურგის შექცევას და ეჭვებს მომწოდებლის სიტყვებში.

ალლაჰის დიდი წყალობაა თავის მსახურებზე, რომ მან აირჩია მათთვის მიმტევებელი რელიგია და ადვილი კანონმდებლობა.

გაადვილება, რასაც ალლაჰი ბრძანებს, არის ის, რითაც მოვიდა შარიათი.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (1/ 25) (69).

საჰიჰ მუსლიმ (3/ 1358) (1732).

მეტი... (6)

شرح صحيح البخاري.

لابن بطال (1/ 153).

إرشاد الساري لشرح صحيح البخاري.

لأبو العباس القسطلاني (1/ 169).

بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.

لسليم الهلالي (1/ 687).