Skip to content

ვინც ალლაჰს შეხვდება ისე, რომ არ დაუდგენს მას თანაზიარს - შევა სამოთხეში; ხოლო ვინც მას შეხვდება მასზე თანაზიარის დადგენით - ის შევა ჯოჯოხეთში

გადმოცემულია ჯააბირ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) რომ მან თქვა: მოვისმინე, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

"ვინც ალლაჰს შეხვდება ისე, რომ არ დაუდგენს მას თანაზიარს - შევა სამოთხეში; ხოლო ვინც მას შეხვდება მასზე თანაზიარის დადგენით - ის შევა ჯოჯოხეთში".

«مَنْ لَقِيَ اللهَ لَا يُشْرِكُ بِهِ شَيْئًا دَخَلَ الْجَنَّةَ، وَمَنْ لَقِيَهُ يُشْرِكُ بِهِ دَخَلَ النَّارَ».

გადმოსცა მუსლიმმა
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ვინც ალლაჰს არაფერს დაუდგენს თანაზიარად და ამ მდგომარეობაში გარდაიცვლება, მისი საბოლოო დანიშნულება სამოთხეა, თუნდაც იგი დაისაჯოს მისი ზოგიერთი ცოდვის გამო. ხოლო ვინც ალლაჰს დაუდგენს თანაზიარს და ამ მდგომარეობაში გარდაიცვლება, იგი მარადიულად დარჩება ჯოჯოხეთში.

სიტყვების მნიშვნელობა

...:

ჰადისის სარგებლობიდან

ერთღმერთიანობის ღირსება და ის, რომ იგი წარმოადგენს ხსნას მარადიულ ცეცხლში ყოფნისგან.

სამოთხისა და ჯოჯოხეთის სიახლოვე ალლაჰის მონასთან, და ის, რომ მათგან მას მხოლოდ სიკვდილი აშორებს.

გაფრთხილება მრავალღმერთიანობის ნებისმიერი ფორმისგან, როგორც მცირე, ისე დიდი, რადგან ცეცხლისგან ხსნა შესაძლებელია მხოლოდ მისგან გაშორებით.

საქმეები განისაზღვრება მათი დასასრულით.

წყაროები

საჰიჰ მუსლიმ (1/ 94) (93).

მეტი... (4)

الملخص في شرح كتاب التوحيد.

لصالح الفوزان (ص49).

الجديد في شرح كتاب التوحيد.

لمحمد القرعاوي (ص60).