Skip to content

არ შეურაცხყოთ ჩემი საჰაბები, თუკი რომელიმე თქვენგანი დახარჯავს ოქროს უჰუდის მთის ზომით, ის ვერ მიაღწევს იმათ, ვინც მათგან დახარჯა მხოლოდ ერთი მუდდი ან ნახევარი მუდდი

აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):

«არ შეურაცხყოთ ჩემი საჰაბები, თუკი რომელიმე თქვენგანი დახარჯავს ოქროს უჰუდის მთის ზომით, ის ვერ მიაღწევს იმათ, ვინც მათგან დახარჯა მხოლოდ ერთი მუდდი ან ნახევარი მუდდი».

«لاَ تَسُبُّوا أَصْحَابِي، فَلَوْ أَنَّ أَحَدَكُمْ أَنْفَقَ مِثْلَ أُحُدٍ ذَهَبًا مَا بَلَغَ مُدَّ أَحَدِهِمْ، وَلاَ نَصِيفَهُ».

შეთანხმებული
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა საჰაბების, განსაკუთრებით კი მუჰაჯირებისა და ანსარების რიგებიდან პირველთაგანის, შეურაცხყოფა. და მან გვამცნო, რომ თუკი ვინმე დახარჯავდა ოქროს უჰუდის მთის ტოლ რაოდენობას, ის მაინც ვერ გაუტოლდებოდა საჰაბების მიერ გაღებული ერთი მუდდის (საშუალო კაცის ორი ხელისგულის შევსების ოდენობა) ან მისი ნახევრის ჯილდოს, ამის მიზეზი მდგომარეობს მათ უმაღლეს გულწრფელობაში, ზრახვების სიწრფელეში და იმაში, რომ მათ თავიანთი დანახარჯები და ბრძოლა მექქას აღებამდე გაიღეს, როცა ეს განსაკუთრებულად საჭირო და ძნელი იყო.

ჰადისის სარგებლობიდან

საჰაბების (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) წყევლა, შეურაცხყოფა კატეგორიულად აკრძალულია და დიდი ცოდვათაგანია.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (5/ 8) (3673).

საჰიჰ მუსლიმ (4/ 1967) (2540).

მეტი... (8)

عمدة القاري شرح صحيح البخاري.

لبدر الدين العيني (16/ 187).

المنهاج شرح صحيح مسلم بن الحجاج.

للنووي (16/ 93).

الإفصاح عن معاني الصحاح.

ليحيى بن هبيرة (8/ 70).

نزهة النظر في توضيح نخبة الفكر في مصطلح أهل الأثر.

لأحمد بن حجر العسقلاني (ص111).