ვინც ისლამში გამორჩეულია სიკეთით, მას არ დაეკისრება პასუხი ჯაჰილიაში ჩადენილის გამო; ხოლო ვინც ისლამში ცუდად მოიქცევა, მას პასუხს მოსთხოვენ როგორც წარსულზე, ისე აწმყოზე
- موضوعات الحديث
- التوحيد وحمايتهأهمية التوحيدأعمال القلوب المحمودةالتوبة
იბნ მას'უდმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა:
ერთმა კაცმა ჰკითხა: "ო, ალლაჰის მოციქულო ვაგებთ პასუხს იმაზე, რაც ჯაჰილიაში (ისლამამდე) ჩავიდინეთ?" უპასუხა: «ვინც ისლამში გამორჩეულია სიკეთით, მას არ დაეკისრება პასუხი ჯაჰილიაში ჩადენილის გამო; ხოლო ვინც ისლამში ცუდად მოიქცევა, მას პასუხს მოსთხოვენ როგორც წარსულზე, ისე აწმყოზე».
قَالَ رَجُلٌ: يَا رَسُولَ اللهِ، أَنُؤَاخَذُ بِمَا عَمِلْنَا فِي الْجَاهِلِيَّةِ؟ قَالَ: «مَنْ أَحْسَنَ فِي الْإِسْلَامِ لَمْ يُؤَاخَذْ بِمَا عَمِلَ فِي الْجَاهِلِيَّةِ، وَمَنْ أَسَاءَ فِي الْإِسْلَامِ أُخِذَ بِالْأَوَّلِ وَالْآخِرِ».
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს ისლამში შესვლის ღირსებას. ასევე ის, ვინც მიიღებს ისლამს და სწორად დაიცავს მას, იყო გულწრფელი და მართალი ამაში, არ აგებს პასუხს იმ ცოდვებზე, რომლებიც მან უმეცრების დროს ჩაიდინა. ხოლო ვინც ისლამში ცუდად მოიქცევა, იქნება ფარისეველი ან გავა რწმენიდან, მას პასუხს მოსთხოვენ როგორც ქუფრში (ურწმუნოებაში) ჩადენილისთვის, ასევე ისლამის პერიოდში ჩადენილი ცოდვების გამოც.
...:
საჰაბების (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) შფოთვა და შიში იმ ქმედებების გამო, რომლებიც მათ ისლამამდე უმეცრების პერიოდში ჩაიდინეს.
მოწოდება ისლამში სიმტკიცისაკენ.
ისლამში შესვლის ღირსება და ის, რომ ეს არის წარსული ცოდვების გამოსყიდვის გზა.
რელიგიის მიმტოვებელნი (მურთადი) და ფარისეველნი (მუნააფიყი) აგებენ პასუხს თავიანთ ყველა ქმედებაზე, რაც ჯაჰილიის პერიოდში ჩაიდინეს და ყველა ცოდვაზე, რაც ისლამში ყოფნისას ჩაიდინეს.
საჰიჰ ალ-ბუხარი (9/ 14) (6921).
საჰიჰ მუსლიმ (1/ 111) (120).
საჰიჰ ალ-ბუხარი (9/ 14) (6921).
საჰიჰ მუსლიმ (1/ 111) (120).
მეტი... (6)
مشارق الأنوار على صحاح الآثار (2/229).
الكواكب الدراري (24/43).
عمدة القاري شرح صحيح البخاري (24/ 76).
مشارق الأنوار على صحاح الآثار (2/229).
الكواكب الدراري (24/43).
عمدة القاري شرح صحيح البخاري (24/ 76).