Skip to content

ის ოჯახის საქმეებში მონაწილეობდა (ანუ ოჯახის სამსახურში იყო), და როცა ლოცვის დრო დგებოდა, ის სახლიდან გამოდიოდა ლოცვის აღსასრულებლად

გადმოცემულია ალ-ასვად იბნ იაზიდისგან, რომ მან თქვა:

«ვკითხე აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): რას აკეთებდა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავის სახლში? მან მიპასუხა: ის ოჯახის საქმეებში მონაწილეობდა (ანუ ოჯახის სამსახურში იყო), და როცა ლოცვის დრო დგებოდა, ის სახლიდან გამოდიოდა ლოცვის აღსასრულებლად».

سَأَلْتُ عَائِشَةَ مَا كَانَ النَّبِيُّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَصْنَعُ فِي بَيْتِهِ؟ قَالَتْ: كَانَ يَكُونُ فِي مِهْنَةِ أَهْلِهِ -تَعْنِي خِدْمَةَ أَهْلِهِ-، فَإِذَا حَضَرَتِ الصَّلاَةُ خَرَجَ إِلَى الصَّلاَةِ.

გადმოსცა ალ-ბუხარიმ
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

მორწმუნეთა დედას, აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰკითხეს მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მდგომარეობის შესახებ მის სახლში და თუ რას აკეთებდა იგი? მან უპასუხა: ის იყო ადამიანი, როგორც სხვები, და აკეთებდა იმ საქმეს, რასაც კაცები თავიანთ სახლებში აკეთებენ, ის ემსახურებოდა საკუთარ თავსა და თავის ოჯახს – წველიდა თავის ცხვარს, კერავდა თავის ტანსაცმელს, აკეთებდა თავის სანდლებს და არემონტებდა თავის წყლის ვედროს, და როცა ლოცვაზე გამოცხადება ისმოდა, ის დაუყოვნებლივ გამოდიოდა ლოცვის აღსასრულებლად, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე.

ჰადისის სარგებლობიდან

ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სრულყოფილი თავმდაბლობა და მისი სიკეთე ოჯახის მიმართ.

აუცილებელია, რომ ამქვეყნიურმა საქმეებმა არ უნდა მოაცდინოს მონა ლოცვისგან.

ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გულმოდგინება ლოცვის დროის პირველ მონაკვეთში შესრულებაზე.

იბნ ჰაჯარმა თქვა: «ამ ჰადისში არის წახალისება თავმდაბლობისკენ, ქედმაღლობისგან თავის არიდებისკენ და იმაზე, რომ მამაკაცმა თავის ოჯახს უნდა ემსახუროს».

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (1/ 136) (676).

მეტი... (8)

بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.

لسليم الهلالي (1/ 660).

شرح رياض الصالحين.

لابن عثيمين (3/ 526).

شرح صحيح البخاري.

لابن بطال (2/ 296).

نزهة المتقين شرح رياض الصالحين.

لمجموعة من الباحثين (1/ 516).