Skip to content

ჭეშმარიტად, თქვენს შორის საუკეთესო ის არის, ვისაც საუკეთესო ზნეობა აქვს

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრისგან(ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უხამსი არ ყოფილა და არც არასდროს წარმოუთქვამს უხამსი სიტყვები, ის ამბობდა: «ჭეშმარიტად, თქვენს შორის საუკეთესო ის არის, ვისაც საუკეთესო ზნეობა აქვს».

لَمْ يَكُنِ النَّبِيُّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ فَاحِشًا وَلَا مُتَفَحِّشًا، وَكَانَ يَقُولُ: «إِنَّ مِنْ خِيَارِكُمْ أَحْسَنَكُمْ أَخْلَاقًا».

შეთანხმებული
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზნეობიდან არ ყოფილა ცუდი სიტყვების თქმა, ან ცუდი ქმედებების ჩადენა. მას არასდროს არ ჰქონია მსგავსი განზრახვა და არც შეგნებულად ჩაუდენია. ის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იყო საუკეთესო ზნეობის მქონე. შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: ჭეშმარიტად თქვენს შორის საუკეთესო ალლაჰის წინაშე არის ის, ვისაც საუკეთესო ზნეობა აქვს, აკეთებს სიკეთეს, აქვს კეთილგანწყობილი და მეგობრული გამომეტყველება, თავს იკავებს ზიანის მიყენებისგან, მოთმინებით იტანს სხვებისგან მიღებულ ზიანს და ადამიანებთან ურთიერთობს საუკეთესო ფორმით.

სიტყვების მნიშვნელობა

...:

ჰადისის სარგებლობიდან

მორწმუნე შორს უნდა იყოს ცუდი და უხამსი სიტყვებისგან და მოუწონარი ქმედებებისგან.

შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზნეობრივი თვისებების სრულყოფილება გამოიხატებოდა იმაში, რომ მისგან ყოველთვის გამოდიოდა მხოლოდ კეთილი საქმეები და კარგი სიტყვები.

კეთილზნეობა არის შეჯიბრების ასპარეზი, და ვინც ამაში სხვებს გაასწრებს, იქნება საუკეთესო მორწმუნეთაგან და მათ შორის ყველაზე სრულყოფილი რწმენის მქონე.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (4/ 189) (3559).

საჰიჰ მუსლიმ (4/ 1810) (2321).

მეტი... (4)

بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.

لسليم الهلالي (1/ 672).

تطريز رياض الصالحين.

لفيصل آل مبارك (ص410).