Skip to content

როდესაც მონა ავად გახდება ან სამოგზაუროდ წავა, მისთვის დაიწერება იმ საქმეების მსგავსი, რასაც ის ჯანმრთელად მყოფი გამგზავრებამდე აკეთებდა

აბუ მუსა ალ-აშ'არი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«როდესაც მონა ავად გახდება ან სამოგზაუროდ წავა, მისთვის დაიწერება იმ საქმეების მსგავსი, რასაც ის ჯანმრთელად მყოფი გამგზავრებამდე აკეთებდა».

«إِذَا مَرِضَ الْعَبْدُ أَوْ سَافَرَ كُتِبَ لَهُ مِثْلُ مَا كَانَ يَعْمَلُ مُقِيمًا صَحِيحًا».

გადმოსცა ალ-ბუხარიმ
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს ალლაჰის სიკეთისა და წყალობაზე. თუ მორწმუნე ჩვეულებრივ აკეთებდა კეთილ საქმეს ჯანმრთელობისას და გამგზავრებამდე, მაგრამ შემდეგ რაიმე მიზეზის გამო ავად გახდა და აღარ შეეძლო მისი შესრულება, ან მოგზაურობის გამო ვერ მოახერხა ამ საქმის გაგრძელება, ან სხვა მიზეზით ვერ შეძლო, მას მაინც დაეწერება სრული ჯილდო, თითქოს ეს საქმე ჯანმრთელობისა და სახლში ყოფნისას შეესრულებინოს.

ჰადისის სარგებლობიდან

ალლაჰის სიკეთის სიფართოვე მის მონებზე.

მოწოდება თაყვანისცემაში გულმოდგინებისკენ და დროის გამოყენებისკენ იმ პერიოდში, როცა ადამიანი ჯანმრთელობაში და თავისუფალ დროში იმყოფება.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (4/ 57) (2996).

მეტი... (6)

شرح رياض الصالحين.

لابن عثيمين (1/ 36).

بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.

لسليم الهلالي (1/ 211).

بهجة قلوب الأبرار وقرة عيون الأخيار في شرح جوامع الأخبار.

لعبد الرحمن السعدي (ص83).