Skip to content

რწმენას აქვს სამოცდაათზე ან სამოცზე მეტი ნაწილი, ხოლო, საუკეთესო მათგანი არის სიტყვები: არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა", ხოლო მისი ყველაზე დაბალი გამოვლინება არის: გზიდან რაიმე საზიანოს მოშორება

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«რწმენას აქვს სამოცდაათზე ან სამოცზე მეტი ნაწილი, ხოლო, საუკეთესო მათგანი არის სიტყვები: არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა", ხოლო მისი ყველაზე დაბალი გამოვლინება არის: გზიდან რაიმე საზიანოს მოშორება და სირცხვილიც რწმენის ერთ-ერთი ნაწილია».

«الْإِيمَانُ بِضْعٌ وَسَبْعُونَ -أَوْ بِضْعٌ وَسِتُّونَ- شُعْبَةً، فَأَفْضَلُهَا قَوْلُ لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ، وَأَدْنَاهَا إِمَاطَةُ الْأَذَى عَنِ الطَّرِيقِ، وَالْحَيَاءُ شُعْبَةٌ مِنَ الْإِيمَانِ».

შეთანხმებული
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ რწმენას აქვს ბევრი ნაწილები და საფეხურები, რომლებიც აერთიანებს ქმედებებს, მრწამს და სიტყვებს. რწმენის ყველაზე მაღალი და საუკეთესო ნაწილი არის სიტყვები: "არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა", მისი მნიშვნელობის ცოდნით და მისი პირობების შესრულებით, რწმენა იმისა, რომ ალლაჰი არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც იმსახურებს თაყვანისცემას და არავინ იმსახურებს მის გარდა. რწმენის ყველაზე დაბალი გამოვლინება არის გზიდან იმის მოშორება, რაც ადამიანებს გადაადგილებაში ხელს უშლის. შემდეგ გვამცნო შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ სირცხვილი რწმენის ნაწილია. ის არის ზნეობა, რომელიც მოუწოდებს კარგი ქმედებებისკენ და კრძალავს ცუდ ქმედებებს.

სიტყვების მნიშვნელობა

بِضْع: من ثلاثة إلى تسعة.

شعبة: خصلة.

ჰადისის სარგებლობიდან

რწმენას აქვს საფეხურები და ზოგიერთი მათგანი აღმატებულია ზოგიერთზე.

რწმენა არის სიტყვა, ქმედება და გულით დაჯერება.

უზენაესი ალლაჰის წინაშე სირცხვილი მოითხოვს, რომ არ გხედავდეს იმის მკეთებლად, რაც მან აგიკრძალა, და ასევე არ გხედავდეს იმის მიმტოვებლად, რისი შესრულებაც მან გიბრძანა.

კონკრეტული რიცხვის დასახელება არ ნიშნავს, რომ აქ ჩერდება (რწმენა), პირიქით, ის მიუთითებს რწმენის ძალიან ბევრ საფეხურზე. არაბები როცა რაიმეს რიცხვით მოიხსენიებდნენ, ისინი ამით მის სიმრავლეს არ გამორიცხავდნენ.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (1/ 11) (9).

საჰიჰ მუსლიმ (1/ 63) (35).

მეტი... (7)

نزهة المتقين شرح رياض الصالحين (1/ 154).

شرح رياض الصالحين.

لابن عثيمين (2/ 169).

تطريز رياض الصالحين.

لفيصل آل مبارك (ص106).

بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.

لسليم لهلالي (1/ 205).