Skip to content

ჭეშმარიტად, ამ სიტყვების წარმოთქმა: " წმინდა და უნაკლოა ალლაჰი /სუბჰაანალლაჰ, ქება-დიდება ალლაჰს ალჰამდულილლაჰ, არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა ლაა ილააჰა ილლა ალლააჰ, ალლაჰი უდიდესია/ალლაჰუ აქბარ", - უფრო საყვარელია ჩემთვის, ვიდრე ის რაზეც მზე ამოდის

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«ჭეშმარიტად, ამ სიტყვების წარმოთქმა: " წმინდა და უნაკლოა ალლაჰი /სუბჰაანალლაჰ, ქება-დიდება ალლაჰს ალჰამდულილლაჰ, არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა ლაა ილააჰა ილლა ალლააჰ, ალლაჰი უდიდესია/ალლაჰუ აქბარ", - უფრო საყვარელია ჩემთვის, ვიდრე ის რაზეც მზე ამოდის».

«لَأَنْ أَقُولَ: سُبْحَانَ اللهِ، وَالْحَمْدُ لِلهِ، وَلَا إِلَهَ إِلَّا اللهُ، وَاللهُ أَكْبَرُ، أَحَبُّ إِلَيَّ مِمَّا طَلَعَتْ عَلَيْهِ الشَّمْسُ».

გადმოსცა მუსლიმმა
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ უზენაესი ალლაჰის ხსენება ამ ძვირფასი სიტყვებით უფრო კარგია, ვიდრე მთელი ეს ქვეყანა და მასში არსებული, ეს სიტყვებია: "დიდებულია ალლაჰი /სუბჰაანალლაჰ" : ალლაჰის განდიდება ყოველგვარი ნაკლოვანებისგან. "ქება-დიდება ალლაჰს /ალჰამდულილლაჰ": მისი შექება სრულყოფილი თვისებებით სიყვარულთან და განდიდებასთან ერთად. "არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა/ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ": არ არსებობს ჭეშმარიტი სათაყვანებელი, გარდა ალლაჰისა. "ალლაჰი უდიდესია /ალლაჰუ აქბარ": ის დიადი და უდიდესია ყველაფერზე.

სიტყვების მნიშვნელობა

...:

ჰადისის სარგებლობიდან

მოწოდება ალლაჰის ხსენებისკენ, რამეთუ ის არის უფრო მეტად საყვარელი მისთვის, ვიდრე მთელი სამყარო.

წახალისება ალლაჰის ხშირად ხსენებისკენ, რამეთუ მასშია საზღაური და მადლი.

ამქვეყნიური გართობა ცოტაა, მისკენ სწრაფვადი ვნებები კი წარმავალი.

წყაროები

საჰიჰ მუსლიმ (4/ 2072) (2695).

მეტი... (8)

بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.

لسليم الهلالي (2/ 496).

شرح رياض الصالحين.

لابن عثيمين (5/ 485).

نزهة المتقين شرح رياض الصالحين.

لمصطفى الخِن وغيره (2/ 970).

تطريز رياض الصالحين.

لفيصل آل المبارك (ص772).