მარხული ადამიანი დავიწყებით თუ მიირთმევს ან დალევს, მან მარხვა გააგრძელოს, რადგან ჭეშმარიტად, მას ალლაჰმა აჭამა და დაალევინა
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს რომ, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«მარხული ადამიანი დავიწყებით თუ მიირთმევს ან დალევს, მან მარხვა გააგრძელოს, რადგან ჭეშმარიტად, მას ალლაჰმა აჭამა და დაალევინა».
«مَنْ نَسِيَ وَهُوَ صَائِمٌ، فَأَكَلَ أَوْ شَرِبَ، فَلْيُتِمَّ صَوْمَهُ، فَإِنَّمَا أَطْعَمَهُ اللهُ وَسَقَاهُ».
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ თუ ვინმე შეჭამს ან წყალს დალევს დავიწყებით, სავალდებულო ან ნებაყოფილობითი მარხვის დროს, მან დაასრულოს მარხვა და არ შეწყვიტოს; რადგან მას მარხვის შეწყვეტა არ განუზრახავს, არამედ, ეს არის წყალობა ალლაჰისა, რომელიც მას მიეცა, დააპურა და დაარწყულა ის.
ვინც დავიწყებით შეჭამს ან დალევს მისი მარხვა მიღებულია.
ვინც დავიწყებით დალია ან შეჭამა, მას ცოდვა არ დაეწერება; რადგან მას ეს მისი არჩევანით არ გაუკეთებია.
ალლაჰის ლმობიერება და გამარტივება მისი მსახურთათვის, მოუხსნა მათ სირთულეები და შეცდომები.
მარხული ადამიანის მარხვა არ მოიშლება არცერთი მარხვისმომშლელი ფაქტორით, გარდა თუ სამი პირობა არ იქნება შესრულებული: პირველი: ამის შესახებ უნდა იცოდეს, თუ მან არ იცის არ მოიშლება. მეორე: უნდა ახსოვდეს, თუ დაავიწყდა (არ ახსოვს) მაშინ მისი მარხვა სწორია, ანაზღაურება არ სჭირდება. მესამე: მისი ნებით უნდა აკეთებდეს, იძულებული არ უნდა იყოს, ანუ მარხვის მომშლელი თავის არჩევანით უნდა მიიღოს.
საჰიჰ ალ-ბუხარი (3/ 31) (1933).
საჰიჰ მუსლიმ (2/ 809) (1155).
მეტი... (6)
تيسير العلام.
لعبد الله البسام (ص319).
تنبيه الأفهام شرح عمدة الأحكام.
لابن عثيمين (3/ 422).
خلاصة الكلام على عمدة الأحكام.
لفيصل آل مبارك (ص148).
Cited in books
5 Booksმეტი... (5)
- الصيام ومجموعة أسئلة في أحكامه«مَنْ نَسِيَ وَهُوَ صَائِمٌ فَأَكَلَ أَوْ شَرِبَ، فَلْيُتِمَّ صَوْمَهُ، فَإِنَّمَا أَطْعَمَهُ اللهُ وَسَقَاهُ»[35].
- الصيام ومجموعة أسئلة في أحكامه«مَنْ نَسِيَ وَهُوَ صَائِمٌ فَأَكَلَ أَوْ شَرِبَ، فَلْيُتِمَّ صَوْمَهُ، فَإِنَّمَا أَطْعَمَهُ اللهُ وَسَقَاهُ»[40].
- الصيام ومجموعة أسئلة في أحكامه«مَنْ نَسِيَ وَهُوَ صَائِمٌ فَأَكَلَ أَوْ شَرِبَ، فَلْيُتِمَّ صَوْمَهُ، فَإِنَّمَا أَطْعَمَهُ اللهُ وَسَقَاهُ»[52].
- فصول في الصيام والتراويح والزكاة«مَنْ نَسِيَ وَهُوَ صَائِمٌ فَأَكَلَ أَوْ شَرِبَ، فَلْيُتِمَّ صَوْمَهُ، فَإِنَّمَا أَطْعَمَهُ اللهُ وَسَقَاهُ».
- ما لا يسع المسلم جهله«مَن نَسِيَ وَهُوَ صَائِمٌ، فَأَكَلَ أَوْ شَرِبَ، فَلْيُتِمَّ صَوْمَهُ، فَإِنَّمَا أَطْعَمَهُ اللَّهُ وَسَقَاهُ» [51].