Skip to content

როცა კაცი ხარჯავს ქონებას თავის ოჯახზე, ამასთან ალლაჰის ჯილდოს იმედი აქვს, ეს მას მოწყალებად ჩაეთვლება

გადმოცემულია აბუ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«როცა კაცი ხარჯავს ქონებას თავის ოჯახზე, ამასთან ალლაჰის ჯილდოს იმედი აქვს, ეს მას მოწყალებად ჩაეთვლება».

«إِذَا أَنْفَقَ الرَّجُلُ عَلَى أَهْلِهِ يَحْتَسِبُهَا فَهُوَ لَهُ صَدَقَةٌ».

შეთანხმებული
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ თუ კაცი ხარჯავს თავის ქონებას ოჯახზე, ვისზეც ვალდებულება აქვს, რომ იზრუნოს, მაგალითად ცოლზე, მშობელზე, შვილზე და სხვა. და ის ამით უზენაეს ალლაჰთან დაახლოებას ცდილობს, და მისგან მოელის მადლს იმისთვის, რაც გასცა, ის გაცემული მოწყალების მადლს მიიღებს.

სიტყვების მნიშვნელობა

...:

ჰადისის სარგებლობიდან

ოჯახისთვის დახარჯული ქონებით მოპოვებული ჯილდო და მადლი.

მორწმუნემ მისი გაკეთებული კარგი საქმით ალლაჰის კმაყოფილება, მისგან ჯილდო და მადლი უნდა ეძიოს.

აუცილებელია სწორი განზრახვა ყოველი ქმედების დროს. ეს ეხება ასევე ოჯახისთვის გაღებულ ხარჯებსაც.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (1/ 20) (55).

საჰიჰ მუსლიმ (2/ 695) (1002).

მეტი... (8)

كنوز رياض الصالحين.

لمجموعة من الباحثين (5/ 334).

شرح رياض الصالحين.

لابن عثيمين (3/ 157).

نزهة المتقين بشرح رياض الصالحين.

لمصطفى الخن وغيره (1/ 293).

بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.

سليم الهلالي (1/ 375).