აღდგომის დღეს, ადამიანებს შორის პირველ რიგში გასამართლდება საქმეები, რომლებიც დაკავშირებული იყო სისხლისღვრასთან
აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან გადმოცემულია, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«აღდგომის დღეს, ადამიანებს შორის პირველ რიგში გასამართლდება საქმეები, რომლებიც დაკავშირებული იყო სისხლისღვრასთან».
«أَوَّلُ مَا يُقْضَى بَيْنَ النَّاسِ يَوْمَ الْقِيَامَةِ فِي الدِّمَاءِ».
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ახსენა, რომ განკითხვის დღეს ადამიანთა შორის მსაჯულება დაიწყება ერთმანეთის მიმართ ჩადენილ უსამართლობაზე: სისხლში, როგორიცაა მკვლელობა და დაჭრა.
...:
სისხლისღვრის საკითხის დიადი მნიშვნელობა. აუცილებლობა ყოველთვის დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანით.
ცოდვები უფრო მძიმეა იმ დიდი ზიანის მიხედვით, რასაც ისინი იწვევს. უდანაშაულო სიცოცხლის წართმევა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უსამართლობა და ზიანის მიყენება. არ არსებობს უფრო მძიმე ცოდვა, ვიდრე უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა, გარდა უზენაესი ალლაჰისადმი ურწმუნოების (ქუფრი) და მრავალღმერთიანობისა (შირქი).
საჰიჰ ალ-ბუხარი (9/ 2) (6864).
საჰიჰ მუსლიმ (3/ 1304) (1678).
მეტი... (6)
خلاصة الكلام شرح عمدة الأحكام.
لفيصل آل مبارك (ص319).
تيسير العلام شرح عمدة الأحكام.
للبسام (ص640).
الإلمام بشرح عمدة الأحكام.
لإسماعيل الأنصاري (2/ 103).