Skip to content

თქვენს კარებთან რომ ჩამოდიოდეს მდინარე და ბანაობდეთ მასში დღეში ხუთჯერ, დარჩებოდა თუ არა თქვენს სხეულზე რაიმე ჭუჭყი?

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:

«თქვენს კარებთან რომ ჩამოდიოდეს მდინარე და ბანაობდეთ მასში დღეში ხუთჯერ, დარჩებოდა თუ არა თქვენს სხეულზე რაიმე ჭუჭყი?» თქვეს: არ დარჩებოდა არაფერი. თქვა: «ასეა ლოცვაც, რომლითაც ალლაჰი წმინდავს ადამიანს ცოდვებისგან».

«أَرَأَيْتُمْ لَوْ أَنَّ نَهَرًا بِبَابِ أَحَدِكُمْ يَغْتَسِلُ فِيهِ كُلَّ يَوْمٍ خَمْسًا، مَا تَقُولُ ذَلِكَ يُبْقِي مِنْ دَرَنِهِ؟» قَالُوا: لَا يُبْقِي مِنْ دَرَنِهِ شَيْئًا، قَالَ: «فَذَلِكَ مِثْلُ الصَّلَوَاتِ الخَمْسِ، يَمْحُو اللَّهُ بِهِ الخَطَايَا».

შეთანხმებული
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხუთი სავალდებულო ლოცვა შეადარა მდინარეს, რომელიც ადამიანის კართან მიედინება, და სადაც ადამიანი დღეში ხუთჯერ იბანს. ეს ლოცვები მცირე ცოდვებისა და დანაშაულების განწმენდაში ისეთივე ეფექტურია, როგორც მდინარე, რომელიც სრულად აშორებს სხეულს ჭუჭყსა და სიბინძურეს.

სიტყვების მნიშვნელობა

...:

ჰადისის სარგებლობიდან

აბდესის სიკეთე, რაც არის პატარა ცოდვების წაშლის მიზეზი, ხოლო დიდ ცოდვებს აუცილებლად მონანიება სჭირდება.

ხუთი სავალდებულო ლოცვის შესრულება და მისი დაცვის ღირსება დიდია, თუ იგი სრულდება ყველა პირობის, სვეტების, ვალდებულებების და სუნნათების დაცვით.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (1/ 112) (528).

საჰიჰ მუსლიმ (1/ 462) (667).

(1/ 282).

მეტი... (7)

نزهة المتقين شرح رياض الصالحين.

مجموعة من الباحثين (2/ 773).

تطريز رياض الصالحين.

لفيصل آل مبارك (ص610).

المعجم الوسيط.

النهاية في غريب الحديث والأثر.

لابن الأثير (2/ 115).