ვინც ამანათზე ფიცს დებს, ის ჩვენგან არ არის
ბურაიდასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ვინც ამანათზე ფიცს დებს, ის ჩვენგან არ არის».
«مَنْ حَلَفَ بِالْأَمَانَةِ فَلَيْسَ مِنَّا».
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვისობა მას) აკრძალა და გააფრთხილა, რომ ვინც ამანათზე დაიფიცა, და ვინც ამას გააკეთებს, ის ჩვენგან არ არის.
ალლაჰის გარდა რაიმეზე ფიცის დადება აკრძალულია, მათ შორის ამანათზე ფიციც, და ეს ითვლება მცირე მრავალღმერთიანობად.
ამანათი მოიცავს მორჩილებას და თაყვანისცემას, შენახულ ნივთს (სანდოობას), ფულად პასუხისმგებლობას და უსაფრთხოებას.
ფიცი არ არის ძალაში, თუ იგი არ ითქმის უზენაესი ალლაჰის სახელით, ან მისი ერთ-ერთი სახელით, ან მისი ერთ-ერთი თვისებით.
ალ-ხატაბიმ თქვა: «ეს, როგორც ჩანს, აკრძალულია იმ მიზეზით, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უბრძანა ფიცის დადება მხოლოდ ალლაჰის ან მისი თვისებების სახელით, ხოლო ამანათი (სანდოობა) არ არის ალლაჰის თვისება, არამედ მხოლოდ მისი ბრძანება და ერთ-ერთი ვალდებულება. ამიტომ, ადამიანებს აეკრძალათ ამანათით ფიცი, რადგან ამით ის ალლაჰის სახელებისა და თვისებების თანასწორად განიხილება, რაც დაუშვებელია».
სუნან აბი დაუდ (5/ 155) (3253).
მუსნად აჰმად (38/ 82) (22980).
მეტი... (12)
نزهة المتقين.
لمجموعة من الباحثين (2/ 1166).
بهجة الناظرين.
لسليم الهلالي (3/ 201).
مشكاة المصابيح.
للتبريزي (2/ 1020).
شرح رياض الصالحين.
لابن عثيمين (6/ 452).
معالم السنن.
للخطابي (4/ 46).
سبل السلام.
الصنعاني (2/ 550 ).