Skip to content

ვინც იტყვის დღეში ასჯერ: "სუბჰაანალლაჰი ვა ბიჰამდიჰი/ წმინდაა ალლაჰი და დიდება მას/, წაეშლება მას ცოდვები, თუნდაც რომ ზღვის ქაფის ტოლი იყოს

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი გადმოსცემს), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«ვინც იტყვის დღეში ასჯერ: "სუბჰაანალლაჰი ვა ბიჰამდიჰი/ წმინდაა ალლაჰი და დიდება მას/, წაეშლება მას ცოდვები, თუნდაც რომ ზღვის ქაფის ტოლი იყოს».

«مَنْ قَالَ: سُبْحَانَ اللهِ وَبِحَمْدِهِ، فِي يَوْمٍ مِائَةَ مَرَّةٍ، حُطَّتْ خَطَايَاهُ وَإِنْ كَانَتْ مِثْلَ زَبَدِ الْبَحْرِ».

შეთანხმებული
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ვინც დღის განმავლობაში ასჯერ იტყვის: "სუბჰაანალლაჰი ვა ბიჰამდიჰი/ წმინდაა ალლაჰი და დიდება მას"; წაიშლება მისი ცოდვები და მიეტევება მას, თუნდაც ჰქონდეს ძალიან ბევრი, მსგავსად ზღვაზე არსებული თეთრი ქაფისა, რომელიც წარმოიქმნება მისი ტალღებით და მღელვარებით.

ჰადისის სარგებლობიდან

ამ მადლს დაიმსახურებს ის, ვინც მას წარმოთქვამს დღის განმავლობაში უწყვეტად ან გადანაწილებით.

ათ-თასბიიჰ: აღიარება იმისა, რომ ალლაჰი თავისუფალია ყოველგვარი ნაკლოვანებისგან. ალ-ჰამდ: მისი დახასიათება სრულყოფილებით, სიყვარულით და განდიდებით.

ეს ჰადისი გულისხმობს პატარა ცოდვების წაშლას, ხოლო დიდ ცოდვებს აუცილებლად მონანიება სჭირდება.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (8/ 86) (6405).

საჰიჰ მუსლიმ (4/ 2071) (2691).

მეტი... (8)

توضيح الأحكام من بلوغ المرام.

للبسام (7/ 535).

منحة العلام في شرح بلوغ المرام.

لعبد الله الفوزان (10/ 401).

فتح ذي الجلال والإكرام.

لابن عثيمين (6/ 470).

سبل السلام بشرح بلوغ المرام.

للصنعاني (2/ 704).