Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

4 of 841 cards

Clear filters
«ალლაჰს რომ სათანადოდ მიენდოთ, ის გიბოძებდათ საარსებო საშუალებებს ზუსტად ისე, როგორც აძლევს პურს ჩიტს, რომელიც დილას ცარიელი მუცლით გამოდის და საღამოს გამძღარი ბრუნდება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა იმამ აჰმადმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ, იბნ მააჯამ, იბნ ჰიბბაანმა თავის საჰიჰში და ალ-ჰაქიმმა.
უზენაესი ალლაჰის სიტყვებზე: {და ვინც განიზრახავს იქ ზღვარგადასულობას უსამართლოდ, მას ვაგემებთ მტკივნეულ სასჯელს} [ალ-ჰაჯ: 25] თქვა: «თუ კაცი განიზრახავს იქ უსამრთლობას, ის ( იემენის ქალაქ) 'ადან აბიანშიც რომ იყოს, მას აგემებს ალლაჰი მტკივნეულ სასჯელს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აჰმადმა და ალ-ჰაქიმმა
«ჭეშმარიტად, რწმენა (იმანი) თქვენს გულებში იცვითება ისევე, როგორც იცვითება ტანსაცმელი. ამიტომ სთხოვეთ ალლაჰს, რომ განაახლოს რწმენა თქვენს გულებში».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ჰააქიმმა და ალ-ტაბარაანიმ
«შორს იყავით ამ სიბინძურისგან, რომელიც აკრძალა ალლაჰმა, ვისაც ჰქონდა გადაცდომა, მან დაფაროს შეცდომა, როგორც ალლაჰმა დაუფარა, და მოინანიოს ალლაჰის წინაშე, ჭეშმარიტად, ვინც აღიარებს ჩვენთან მის ცოდვას, ჩვენ მას დავსჯით უზენაესი ალლაჰის წიგნის მიხედვით».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ჰაქიმმა და ალ-ბაიჰაყიმ.