Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

54 of 841 cards

Clear filters
«ადამის ძეს არანაირი ჭურჭელი არ შეუვსია უფრო საზიანოდ, ვიდრე თავისი კუჭი. ადამის ძისთვის საკმარისია რამდენიმე ლუკმა, რათა ზურგი გამართული ჰქონდეს. ხოლო თუ მეტი ჭამა მოუნდება, მაშინ ერთი მესამედი საჭმლისთვის, ერთი მესამედი წყლისთვის, და ერთი მესამედი სუნთქვისთვის».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა იმამ აჰმადმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ და იბნ მააჯამ
«ო, ალლაჰ, გთხოვ შენგან ყოველგვარ სიკეთეს — როგორც ამქვეყნად, ისე მომავალ ცხოვრებაში, იმას, რაც ჩემთვის ცნობილია, და იმას, რაც ჩემთვის უცნობია. შენ შეგეფარები ყოველგვარი ბოროტებისგან — როგორც ამქვეყნად, ისე მომავალ ცხოვრებაში, იმისგან, რაც ჩემთვის ცნობილია, და იმისგან, რაც ჩემთვის უცნობია. ო, ალლაჰ, გთხოვ შენგან იმ სიკეთეს, რასაც შენგან ითხოვდა შენი მონა და მოციქული, და შეგეფარები იმ ბოროტებისგან, რისგანაც შენს დაცვას ითხოვდა შენი მონა და მოციქული. ო, ალლაჰ, გთხოვ სამოთხეს და ყველაფერს, რაც მასთან მიახლოებას ხელს უწყობს — სიტყვებითა და საქმეებით, დაშენ შეგეფარები ცეცხლისგან და ყველაფრისგან, რაც მასთან მიახლოებას ხელს უწყობს — სიტყვებითა და საქმეებით. და გთხოვ, რომ შენი ყოველი განგება ჩემთვის სიკეთედ აქციო».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა იბნ მააჯამ და აჰმადმა.
«სამი კატეგორიის ადამიანზე აწეულია კალამი: მძინარეზე — სანამ გაიღვიძებს, ბავშვზე — სანამ სექსუალურ სიმწიფეს მიაღწევს, და შეშლილზე — სანამ გონს მოეგება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, ალ-ნასაიმ ალ-ქუბრაში, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«როდესაც ორი მუსლიმი შეხვდება ერთმანეთს და ჩამოართმევენ ხელს, ეპატიებათ მათ ცოდვები მანამ, სანამ დაშორდებიან».
სანდო ყველა გადმოცემით გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«ალლაჰმა გაახაროს ის ადამიანი, რომელიც ჩვენგან რამეს მოისმენს და ზუსტად ისე გადასცემს სხვებს, როგორც გაიგო, რადგან შესაძლოა, ვისაც ეს მიაწვდიან, უკეთ გაიგოს იგი, ვიდრე ის, ვინც მოისმინა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«თეთრი ტანსაცმელი ჩაიცვით, რადგან ის თქვენთვის საუკეთესო ტანსაცმელია, და მასში გაახვიეთ თქვენი მიცვალებულები».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და იბნ მააჯამ
" ალლაჰს რომ სათანადოდ მიენდოთ, ის მოგცემდათ საარსებო საშუალებებს ზუსტად ისე, როგორც აძლევს პურს ჩიტს, რომელიც დილას ცარიელი მუცლით გამოდის და საღამოს გამძღარი ბრუნდება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«ნუ შეიძენთ ცოდნას იმისთვის, რომ ამაყობდეთ სწავლულების წინაშე, კამათობდეთ უგუნურებთან ან დაიკავოთ უპირატესობა შეკრებებზე. თუ ვინმე ასე მოიქცევა, ცეცხლი, ცეცხლი [იქნება მისი სამყოფელი]».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა იბნ მააჯამ