Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

85 of 841 cards

Clear filters
«ალლაჰს რომ სათანადოდ მიენდოთ, ის გიბოძებდათ საარსებო საშუალებებს ზუსტად ისე, როგორც აძლევს პურს ჩიტს, რომელიც დილას ცარიელი მუცლით გამოდის და საღამოს გამძღარი ბრუნდება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა იმამ აჰმადმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ, იბნ მააჯამ, იბნ ჰიბბაანმა თავის საჰიჰში და ალ-ჰაქიმმა.
«სიკეთე: არის კარგი ზნეობა. ცოდვა არის ის, რაზეც შენი სული ორჭოფობს, რის გამოც დამძიმებულია და რასაც არ ისურვებდი, რომ ხალხმა გაიგოს».
სანდო (საჰიჰ) პირველი ჰადისი: გადმოცემულია მუსლიმის მიერ, და მეორე ჰადისი: გადმოცემულია აჰმადისა და ად-დაარიმის მიერ.
«დაე, იყოს შენი ენა მუდამ სველი ალლაჰის ხსენებით».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აჰმადმა, ათ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და იბნ ჰიბბაანმა.
«შელოცვები, თილისმები და ტივალა (მოჯადოების ან სიყვარულის მოზიდვის ტიპი) — არის ალლაჰთან თანაზიარის დადგენა (შირქი)».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«ვინც ამანათზე ფიცს დებს, ის ჩვენგან არ არის».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა და აჰმადმა
ერთ დღეს ჩვენ ერთად ყოფნისას წამოდგა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ისეთი რჩევა-დარიგება მოგვცა, რომ გულები ათრთოლდა და თვალებს ცრემლი მოგვადგა, მას უთხრეს: ო ალლაჰის შუამავალო, შენ მოგვეცი ისეთი რჩევა-დარიგება თითქოს გვემშვიდობებოდე, მაშ, დაგვიტოვე ანდერძად რაიმე. მან თქვა: «გეშინოდეთ ალლაჰის, მოისმინეთ და დამორჩილდით, თუნდაც ეთიოპელი მონა იყოს თქვენი მმართველი, ნამდვილად, ის, ვინც თქვენგან დიდხანს იცოცხლებს, ბევრ განხეთქილებას იხილავს, ამიტომ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა. არ გადაუხვიოთ მას და სრულიად თავი აარიდეთ სიახლეებს(ბიდ'ა), რადგან ყოველგვარი სიახლე არის გზააბნეულობა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«ჰეი თქვენ ადამიანნო, გაავრცელეთ სალამი, დააპურეთ მშიერები, შეინარჩუნეთ ნათესაური კავშირები და ილოცეთ ღამით, როდესაც ხალხი ძილსაა მიცემული. ამით მშვიდობით შეხვალთ სამოთხეში».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«გინდათ, რომ გაგაგებინოთ თქვენი საქმეებიდან საუკეთესო, ყველაზე წმინდა, რაც ყველაზე მეტად ზრდის თქვენს ჯილდოს თქვენი მბრძანებლის წინაშე და ყველაზე მეტად აამაღლებს თქვენს ხარისხს? ეს საქმე სჯობს ოქროსა და ვერცხლის დახარჯვას და უკეთესია, ვიდრე მტრის წინაშე გამოსვლა, სადაც თქვენ მათ თავს მოჰკვეთთ და ისინი თქვენსას მოჰკვეთენ». ხალხმა თქვა: «რა თქმა უნდა». მან თქვა: «ეს არის ყოვლისშემძლე ალლაჰის მოხსენიება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა