Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

22 of 841 cards

Clear filters
ჩვენ ერთ დღეს ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ირგვლი ვისხედით, ჩვენთან ერთად იყო აბუ ბაქრი, უმარი და კიდევ რამოდენიმე ადამიანი. უეცრად ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წამოდგა, წავიდა და თვალს მიეფარა, ჩვენ ვინერვიულეთ რომ მას არაფერი მოსვლოდა ჩვენს გარეშე, შეგვეშინდა და მის საძებნელად წავედით, პირველი ვისაც შეეშინდა მე ვიყავი და წავედი ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოსაძებნად, მის ძებნაში მივადექი ანსართაგან ნაჯარის ტომის ბაღის კედელს, მას ირგვლივ შემოვუარე, ვეძებდი შესასვლელ კარებს, და ვერ ვიპოვე, ამ დროს შევამჩნიე პატარა წყლის არხი, რომელიც შედიოდა კედელში გარეთ მდებარე ჭიდან, შევძვერი და შევედი ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მან მითხრა: «აბუ ჰურაირა», მე ვუთხარი: "დიახ, ალლაჰის შუამავალო", თქვა: «რას აკეთებ?», მე ვუთხარი: "შენ ჩვენთან ერთად იჯექი, შემდეგ უეცრად წამოდექი და თვალს მიეფარე, ჩვენ ვინერვიულეთ და შეგვეშინდა, რომ რაიმე არ მოგსვლოდა ჩვენს გარეშე, პირველი ვისაც შეეშინდა მე ვიყავი, შემდეგ შენს ძებნაში ამ კედელს მოვადექი, მასში არსებულ წყლის არხში, როგორც მელია ისე შემოვძვერი, ხალხი ვინც ჩვენთან ერთად იყო ჩემს უკან მოდიან", მან თქვა: «ო აბუ ჰურაირა», და მომაწოდა თავისი ფეხსაცმელები და თქვა: «წაიღე ჩემი ეს ორი სანდალი და ვისაც შეხვდები ამ კედლის უკან და ვინც გულწრფელად დაამოწმებს, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, უმახარობლე მას სამოთხე», პირველი ვისაც შემოვხვდი უმარი იყო, მან თქვა: "ო აბუ ჰურაირა რა არის ეს ორი სანდალი, რომელიც გაქვს?" მე ვუთხარი: "ეს ორი სანდალი ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ფეხსაცმელებია, მან მომცა ესენი და თან მითხრა, რომ ვინც შემოგხვდებოდა პირველი და ვინც დაამოწმებდა გულით, რომ არ არსებოს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, მისთვის მემახარობლებინა სამოთხე", ამ დროს უმარმა მკერდზე ხელი დამარტყა და ზურგით(საჯდომით) დავეცი მიწაზე, და მითხრა: "უკან დაბრუნდი აბუ ჰურაირა", მეც უკან წავედი ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას), მე ძლიერ ვტიროდი, უმარი უკან კვალდაკვალ მომყვებოდა. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ო აბუ ჰურაირა რა მოგივიდა?» მე ვუთხარი: "მე შემომხვდა უმარი და მას ის ვუთხარი, რითიც შენ წარმგზავნე, მან კი ისე ძლიერ დამარტყა მკერდზე, რომ ზურგით დავეცი და მითხრა რომ უკან დავბრუნებულიყავი". ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ო უმარ, რამ გიბიძგა იმისკენ, რაც გააკეთე?» თქვა: "ო ალლაჰის შუამავალო, ჩემი დედა და მამა გენაცვალოს შენ, შენ ნამდვილად გამოგზავნე აბუ ჰურაირა შენი ფეხსაცმელებით, ვისაც შემოხვდებოდა და ვინც გულით დაამოწმებდა, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, რომ მისთვის სამოთხე ემახარობლებინა?" მან თქვა: «დიახ» უმარმა თქვა: "არ გააკეთო ეს, ჭეშმარიტად მე მეშინია, რომ ხალხი მხოლოდ ამის იმედად დარჩება, ვაცადოთ აკეთონ კეთილი საქმეები", ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მაშ აცადეთ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
ის იმყოფებოდა ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მსვიდობა მას) ერთად ზოგიერე მგზავრობაში, და მან თქვა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მსვიდობა მას) გაგზავნა წამომადგენელი - ამ დროს ხალხი თავიანთ სახლებში იმყოფებოდნენ- : «არ დარჩეს არცერთი აქლემის ყელზე საბელი რკალი ან საბელი თოკი შეუჭრელი».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
უმმუ სალამამ შუმავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ახსენა ეკლესია, რომელიც ნახა ჰაბაშას ტერიტორიაზე (ეთიოპია), რომელსაც სახელად მარიაჰ ეწოდებოდა, მან გაიხსენა ის სურათები (ხატები), რაც მასში დაინახა. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ეს ადამიანები არიან ისინი, რომლებიც, როცა მათი რიგებიდან მართალი მონა (ან: მართალი ადამიანი-წმინდანი) გარდაიცვლება, მის საფლავზე ტაძარს აშენებენ და მას მსგავსი გამოსახულებებით ამკობენ. ასეთი ადამიანები არიან ყველაზე უარესნი ალლაჰის წინაშე!».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«მე გავიგონე, რომ მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიკვდილამდე ხუთი დღით ადრე ამბობდა: «ჭეშმარიტად, მე უარს ვამბობ ალლაჰის წინაშე, რომ ავიყვანო რომელიმე თქვენგან ხალილად (სულიერი მეგობარი, დაახლოებული, საყვარელი მეგობარი). უზენაესმა ალლაჰმა ამირჩია მის ხალილად (მეგობრად) ისევე, როგორც იბრაჰიმი აირჩია ხალილად (მეგობრად). და რომ შემეძლოს ჩემი უმმათიდან ხალილის არჩევა, ავირჩევდი აბუ ბაქრს. იცოდეთ, რომ თქვენამდე მყოფი ხალხი თავიანთი წინასწარმეტყველებისა და წმინდა ადამიანების საფლავებს მეჩეთებად აქცევდნენ. ამიტომ არ გადააქციოთ საფლავები მეჩეთებად, მე გიკრძალავთ ამას».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«არ არსებობს გადამდები დაავადება თავისთავად და არც ცრურწმენა, თუმცა მე მომწონს ალ-ფა'ლ». ჰკითხეს: "რა არის "ალ-ფა'ლ?" მან უპასუხა: «კარგი სიტყვა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჭეშმარიტად, უზენაესი ალლაჰი გიკრძალავთ მამებზე დაფიცებას», უმარმა თქვა: ვფიცავ ალლაჰს, მე მსგავსად აღარასოდეს დამიფიცია მას მერე, რაც შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მსვიდობა მას) გავიგონე, რომ აკრძალა მამებზე დაფიცება, არც განზრახ და არც სხვების გადმოცემით.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული