عربي - Arabic English Qafár af - Afar Afrikaans - Afrikanns Akan Shqip - Albanian አማርኛ - Amharic Հայերեն - Armenian অসমীয়া - Assamese Azərbaycanca - Azerbaijani Bamanankan - Bambara Bassa Bemba বাংলা - Bengali Bosanski - Bosnian Български - Bulgarian မြန်မာဘာသာ - Burmese Bisaya - Cebuano Cham Нохчий - Chechen chiCheŵa - Chewa 中文 - Chinese Адыгэбзэ - Circassian Hrvatski - Croatian Česky - Czech Dagbani Dansk - Danish فارسی دری - Dari Dendi ދިވެހި ބަސް - Dhivehi Nederlands - Dutch إستوني - Estonian Suomi - Finnish Français - French Fulfulde - Fula ქართული - Georgian Deutsch - German Ελληνικά - Greek ગુજરાતી - Gujrati Kreyòl ayisyen - Haitian Creole Hausa हिन्दी - Hindi Magyar - Hungarian Igbo Indonesia - Indonesian Italiano - Italian 日本語 - Japanese Jóola - Jola ಕನ್ನಡ - Kannada Қазақша - Kazakh ភាសាខ្មែរ - Khmer Kikuyu Ikinyarwanda - Kinyarwanda Ikirundi - Kirundi 한국어 - Korean كوردی سۆرانی - kurdish كوردي kurmancî - Kurmanji Kyrgyz ລາວ - Lao latviešu - Latvian Lingala lietuvių - Lithuanian Luganda Македонски - Macedonian Maguindanaon Malagasy - Malagasy Bahasa Melayu - Malay മലയാളം - Malayalam Mandinka मराठी - Marathi Mõõré - Moore नेपाली - Nepali أنكو - NKo Norwegian ଓଡ଼ିଆ - Odia oromoo - Oromo پښتو - Pashto فارسی - Persian Polski - Polish Portuguese ਪੰਜਾਬੀ - Punjabi Română - Romanian Русский - Russian Српски - Serbian Shona සිංහල - Sinhala Slovenščina - Slovenian Soomaaliga - Somali Soninke Sesotho - Sotho Español - Spanish Kiswahili - Swahili Svenska - Swedish Tagalog Тоҷикӣ - Tajik தமிழ் - Tamil తెలుగు - Telugu ไทย - Thai ትግረኛ - Tigrinya Türkçe - Turkish Ukrainian اردو - Urdu ئۇيغۇرچە - Uyghur Ўзбек - Uzbek Việt Nam - Vietnamese Wolof Yao Yorùbá - Yoruba Zarma زولو - Zulu
841 Hadiths
Encyclopedia of Prophetic Hadiths
Categories
Grading
Narrated in
Narrator
Show all narrators (31)
«ჰეი, ადამიანებო! ნამდვილად, უზენაესი ალლაჰი კეთილია და არაფერს იღებს, გარდა კეთილისა. ნამდვილად, ალლაჰმა მორწმუნეებს იგივე უბრძანა, რაც მოციქულებს. ასე თქვა უზენაესმა: 'მოციქულებო! ჭამეთ კეთილთაგან და აკეთეთ მართალი საქმეები' (სურა 'ალ-მუ'მინუნ', აიათი 51). ასევე თქვა უზენაესმა: 'ჰეი, თქვენ, ვისაც სწამთ! ჭამეთ იმ სიკეთიდან, რაც მოგანიჭეთ...' (სურა 'ალ-ბაყარა', აიათი 172). შემდეგ მან ახსენა ერთი ადამიანი, მტვრით დაფარული და გაჩეჩილი თმებით, რომელიც დიდხანს იყო გზაზე და ხელებს აღაპყრობდა ცისკენ, (ამბობდა): 'ოჰ, უფალო, ოჰ, უფალო!' — მაგრამ მისი საკვები აკრძალულია (ჰარამი), მისი სასმელიც აკრძალულია, მისი სამოსი აკრძალულია და იგი აღზრდილია აკრძალულზე. მაშ, როგორ უნდა გაეცეს მას პასუხი?!»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«როდესაც ალლაჰი შეიყვარებს რომელიმე მონას, ის უხმობს ჯიბრილს და ეუბნება: 'მე მიყვარს ესა და ეს, ამიტომ შენც შეიყვარე იგი, მაშინ ჯიბრილიც შეიყვარებს მას, შემდეგ ზეცაში გამოაცხადებს: ალლაჰს უყვარს ესა და ეს, ამიტომ შეიყვარეთ ის.
და ზეცის მკვიდრნი მას შეიყვარებენ, ხოლო მიწაზე მას სიყვარული და მიღება მიენიჭება, მაგრამ როდესაც ალლაჰს სძულს ვინმე, ის უხმობს ჯიბრილს და ეუბნება: მე მძულს ესა და ეს, ამიტომ შენც შეიძულე იგი, მაშინ ჯიბრილი შეიძულებს მას და ზეცაში გამოაცხადებს: ალლაჰს სძულს ესა და ეს, ამიტომ შეიძულეთ იგი, მაშინ ზეცის მკვიდრებიც შეიძულებენ მას, და მიწაზე მის მიმართ სიძულვილი გავრცელდება».
სანდო (საჰიჰ) საჰიჰ მუსლიმ
«ჭეშმარიტად, ალლაჰი უვადებს უსამართლოს მანამ, სანამ არ დასჯის და შემდეგ მას ვერაფერი გადაარჩენს» თქვა: შემდეგ წაიკითხა: «ამგვარად შეიპყრობს შენი ღმერთი სოფლებს, როცა იპყრობს მაშინ, როცა უსამართლონი არიან. ჭეშმარიტად, მისი შეპყრობა მწარე, მრისხანეა!» [ჰუდ : 102]
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა, რომ ალლაჰმა ბრძანა: «ადამის შვილი მაბრალებს სიცრუეს, თუმცა ამის უფლება არ აქვს. ასევე, ადამის შვილი შეურაცხყოფასმაყენებს, თუმცა ამის უფლებაც არ გააჩნია. სიცრუის დაბრალება ის არის, როცა ის ამბობს: 'ის აღარ აღმადგენს ისე, როგორც პირველად შემქმნა'. მაგრამ ჩემთვის თავიდან შექმნაც და ხელახლა აღდგენაც ერთნაირად მარტივია! რაც შეეხება ჩემს შეურაცხყოფას, ეს მისი სიტყვებია: 'ალლაჰს ჰყავს შვილი'.
მაგრამ მე ვარ ერთადერთი, სრულყოფილი და თვითკმარი. მე არ გავაჩინე და არც გავჩენილვარ, და არ არსებობს არაფერი მსგავსი ჩემი!“
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«თუ ერთი ალლაჰის მონა დაფარავს (დაიცავს) მეორე მონას ამქვეყნად, ალლაჰი უთუოდ დაფარავს მას განკითხვის დღეს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«არ არსებობს გადამდები დაავადება თავისთავად და არც ცრურწმენა, თუმცა მე მომწონს ალ-ფა'ლ». ჰკითხეს: "რა არის "ალ-ფა'ლ?" მან უპასუხა: «კარგი სიტყვა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
მოციქულმა (ალლაჰისა ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ალლაჰი, ძლიერი და ყოვლადმაღალი, ბრძანებს:
მე ვარ ჩემი მონის ჩემს მიმართ წარმოდგენის შესაბამისად, და მე მასთან ვარ, როცა ის მახსენებს. თუ ის გამიხსენებს თავის გულში, მეც გავიხსენებ მას. თუ ის მიხსენებს საზოგადოებაში, მეც მას ვახსენებ ისეთ საზოგადოებაში, რომელიც უკეთესია, ვიდრე მისი. თუ ის მოახლოებას ცდილობს ჩემთან ერთი მტკაველით, მე ვუახლოვდები მას ერთი იდაყვით. თუ ის მოახლოვდება ჩემთან ერთი იდაყვით, მე ვუახლოვდები მას (ბაა'ით)გაშლილი ორი მკლავის მანძილით. და თუ ის მომიახლოვდება სიარულით, მასთან მივალ სირბილით».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ო ყმაწვილო, მე შენ გასწავლი სიტყვებს: გახსოვდეს ალლაჰი და ის დაგიცავს შენ. გახსოვდეს ის და იპოვი მას შენს წინ, როცა შესთხოვ, შესთხოვე ალლაჰს და როცა გჭირდება დახმარება, სთხოვე დახმარება მხოლოდ ალლაჰს, და იცოდე ყველა ხალხი რომ შეიკრიბოს რათა სარგებლობა მოგიტანონ, ვერ მოგიტანენ სარგებლობას იმაზე მეტს, რაც უკვე დაწერა ალლაჰმა შენთვის, და ყველა ხალხი რომ შეიკრიბოს შენს წინააღმდეგ, ვერ გავნებენ იმაზე მეტს, რაც უკვე დაწერა ალლაჰმა შენთვის, კალამი აწეულია და ფურცლები გამშრალი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ათ-თირმიზიმ.