Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

68 of 841 cards

Clear filters
«ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი ადგილები მეჩეთებია, ხოლო ყველაზე უფრო საძულველი ადგილები – ბაზრები».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«დაფარული ცოდნის გასაღები ხუთია, {მხოლოდ ალლაჰის წიაღშია საათის ცოდნა. და ავლენს წვიმას და იცის რა არის საშვილოსნოში. არცერთმა სულიერმა არ იცის, რას მოიხვეჭს ხვალ და არცერთმა სულიერმა არ იცის რომელ მიწაზე მოკვდება. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ყველაფრისმცოდნეა}»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«ჭეშმარიტად, უზენაესი და ყოვლადკეთილი ალლაჰი ეტყვის სამოთხის მკვიდრებს: "ო, სამოთხის მკვიდრებო!" ისინი უპასუხებენ: "ჩვენ აქ ვართ შენს წინაშე, ჩვენო მეუფევ, მზად ვართ გემსახუროთ! და მთელი სიკეთე — შენს ხელშია". ალლაჰი ჰკითხავს: "კმაყოფილები ხართ?" ისინი იტყვიან: "როგორ არ უნდა ვიყოთ კმაყოფილნი, უფალო? შენ ხომ გვიბოძე ის, რაც არ მიგიცია არცერთი შენი ქმნილებისთვის". მაშინ ალლაჰი ეტყვის: "გინდათ, კიდევ უკეთესი მოგცეთ?" ისინი ჰკითხავენ: "უფალო, რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი?" ალლაჰი იტყვის: "მე გბოძებთ ჩემს კმაყოფილებას და აღარასდროს ვიქნები უკმაყოფილო თქვენით".»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც ალლაჰს შეხვდება ისე, რომ არ დაუდგენს მას თანაზიარს - მას შეცდომები ვერაფერს ავნებს; ხოლო ვინც მას შეხვდება მასზე თანაზიარის დადგენით - მას მისი სიკეთეები ვერაფერს არგებს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აჰმადმა
«ალლაჰმა დაწყევლოს იუდეველები და ქრისტიანები! მათ თავიანთი წინასწარმეტყველების საფლავები მეჩეთებად გაიხადეს» აიშა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ამბობს: "ეს რომ არ ყოფილიყო, მისი (მოციქულის) საფლავი ყველასთვის გამორჩეულ ადგილზე განთავსდებოდა, მაგრამ შეშინდნენ, რომ ისიც მეჩეთად არ ექციათ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«თქვენს საქმეებში დაიცავით საშუალო გზა და იყავით სწორნი. იცოდეთ, რომ თქვენგან ვერცერთი ვერ მიაღწევს გადარჩენას მხოლოდ თავისი საქმეებით». მათ თქვეს: "ო ალლაჰის მოციქულო, და შენც ვერ გადარჩები?" მან უპასუხა: «დიახ, არც მე. თუ ალლაჰი თავისი წყალობითა და სიკეთით მაპატიებს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
"(ერთხელ) მე ვთხოვე: ო, ალლაჰის შუამავალო, მითხარი ისლამის შესახებ ისეთი სიტყვები, რომ ამის შემდეგ მე აღარავის ვკითხავდი ამის შესახებ შენ შემდეგ". მან მიპასუხა: «თქვი: "მე მწამს ალლაჰის", შემდეგ კი სწორ გზას დაადექი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«თქვა ყოვლადკეთილმა და უზენაესმა ალლაჰმა: "მე სრულიად არ ვსაჭიროებ იმას, რომ თანაზიარი დამიყენონ. ვინც რაიმე საქმეს შეასრულებს და თანაზიარს დამიდგენს მასში, მე მივატოვებ მასაც და მის მრავალღმერთიანობასაც».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა