Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

190 of 841 cards

Clear filters

Narrator

Show all narrators (78)
أبو موسى3 عبد الله بن عباس3 أبو أمامة الباهلي2 أبو ذر2 أبو قتادة2 النعمان بن بشير2 حذيفة2 عبد الله بن بسر2 أبو أمامة1 أبو أيوب1 أبو أيوب الأنصاري1 أبو بكرة1 أبو حمزة أنس بن مالك1 أبو سعيد1 أبو سعيد الخدري قال1 أبو سعيد الخدري وعن أبي هريرة1 أبو عبد الرحمن السلمي رحمه الله قال1 أبو عبد الله الجدلي قال1 أبو عبد الله النعمان بن بشير1 أبو مسعود1 أبو مسعود الأنصاري1 أبو مسعود عقبة بن عمرو الأنصاري البدري1 أبو موسى الأشعري1 أبو هريرة قال1 أبو يعلى شداد بن أوس1 ‌أبي بن كعب1 ‌أبي هريرة1 الأغر1 البراء1 البراء بن عازب1 المغيرة1 المقدام بن معدي كرب1 النواس بن سمعان1 النواس بن سمعان الأنصاري1 أم الدرداء و أبي الدرداء1 إياس بن عبد الله بن أبي ذباب1 بهز بن حكيم عن أبيه عن جده قال1 ثوبان1 جبير بن مطعم1 جرير1 جرير بن عبد الله1 حذيفة بن اليمان1 خريم بن فاتك1 خولة الأنصارية1 رسول الله صلى الله عليه وسلم قال1 سعد بن أبي وقاص1 سلمة بن الأكوع1 سليمان بن صرد1 سمرة بن جندب والمغيرة بن شعبة1 سهل بن سعد الساعدي1 شداد بن أوس1 ‌عائشة1 عبد الرحمن بن أبي ليلى قال1 عبد الله بن سلام1 عبد الله بن عمرو بن العاص1 ‌عبد الله بن عمرو بن العاص1 عثمان بن أبي العاص1 عقبة بن عامر1 عقبة بن عامر الجهني1 عمر1 عمر بن أبي سلمة1 عمران بن حصين1 عياض بن حمار أخي بني مجاشع1 معاذ بن جبل1 معاوية1 معقل بن يسار1 هشام بن حكيم بن حزام1 وحشي بن حرب1
«ჭეშმარიტად, დიდებულ და უზენაეს ალლაჰს არ სძინავს, და არ შეშვენის მას ძილი. ის ამცირებს სასწორს და ამაღლებს მას. ღამის საქმე მასთან ამაღლდება დღის საქმეზე წინ, და დღის საქმე — ღამის საქმეზე წინ. მისი ფარდა არის სინათლე (ხოლო სხვა გადმოცემაში: ცეცხლი). და რომ მოეხსნა ეს ფარდა, მისი სახის ბრწყინვალება დაწვავდა ყველაფერს, სადამდეც მისი მზერა მისწვდებოდა მის ქმნილებათაგან».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
ერთმა კაცმა ჰკითხა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): რომელი ისლამი არის საუკეთესო? მან უპასუხა: «რომ გამოკვებო ხალხი და მიესალმო მას, ვისაც იცნობ და მას, ვისაც არ იცნობ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ერთმა კაცმა თქვა: "ო, ალლაჰის შუამავალო, მე მყავს ნათესავები, რომელთაც ვუკავშირდები, მაგრამ ისინი ჩემთან ურთიერთობას წყვეტენ, მე ვუკეთებ სიკეთეს, ხოლო ისინი მაყენებენ ზიანს, მე მოთმინებით ვეპყრობი მათ, ხოლო ისინი უხეშად მექცევიან". ალლაჰის მოციქულმა უთხრა: «თუ მართლა ასეა, როგორც ამბობ, მაშინ თითქოს მათ ცხელ ნაცარს აჭმევ, და ყოველთვის ალლაჰის მხრიდან დახმარება გექნება მათ წინააღმდეგ, ვიდრე ამ გზას გააგრძელებ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭეშმარიტად, ხალხამდე მოვიდა პირველი წინასწარმეტყველების სიტყვებიდან შემდეგი: თუ შენ არ გრცხვენია, მაშინ გააკეთე ის, რაც გინდა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«ჭეშმარიტად, ალლაჰი კმაყოფილია თავის მსახურით, რომელიც ადიდებს მას ყოველი ნაჭამი ლუკმისა და ყოველი დალეული ყლუპისთვის».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ვერ შეხვალთ სამოთხეში მანამ, სანამ არ ირწმუნებთ, და ვერ ირწმუნებთ მანამ, სანამ ერთმანეთს არ შეიყვარებთ. გინდათ გასწავლოთ ისეთი რამ თუ მას გააკეთებთ ერთმანეთს შეიყვარებთ? გაავრცელეთ სალამი თქვენ შორის».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ხუთი ყოველდღიური ლოცვა, პარასკევის ლოცვა შემდეგ პარასკევის ლოცვამდე და რამადანის მარხვა შემდეგ რამადანამდე, შლის მათ შორის არსებულ მცირე ცოდვებს, თუ ადამიანი დიდ ცოდვებს ერიდებოდა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«არაფერია სამსჯავროს დღეს მორწმუნის სასწორზე უფრო მძიმე, ვიდრე კარგი ზნეობა. და ნამდვილად ალლაჰს სძულს ბილწი და უხამსი ადამიანი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა და ალ-თირმიზიმ