Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

175 of 841 cards

Clear filters

Narrator

Show all narrators (56)
(როდესაც) შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთ-ერთი ქალიშვილი გარდაიცვალა, ის გამოვიდა და თქვა: «დაბანეთ იგი სამჯერ, ან ხუთჯერ, ან უფრო მეტჯერ, თუ საჭიროდ ჩათვლით, წყლითა და სიდრით (ლოტოსის ფოთლებით), ხოლო ბოლოს დაამატეთ ქაფური — ან ცოტაოდენი ქაფური (არომატული საპონი). როცა დაამთავრებთ, შემატყობინეთ». თქვა: როცა დავამთარეთ, ვაცნობეთ მას, მან(მოციქულმა) თავისი მოსასხამი მოგვცა და თქვა: «ჯერ ამაში შეახვიეთ ის». თქვა (უმმ 'ატიამ): და ჩვენ მისი თმა სამ ნაწნავად შევკარით.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيغسل الميت
«ჩემთან ქალი მოვიდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად და დახმარება მთხოვა. ჩემს სახლში მხოლოდ ერთი ფინიკი იყო, ამიტომ ის მივეცი. ქალმა ფინიკი თავის ორ შვილს გაუყო, შემდეგ კი ადგა და წავიდა, ამის შემდეგ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შემოვიდა და მე ეს ამბავი მოვუყევი. მაშინ მან თქვა: «ვისაც ეს გოგონები ჰყავს და კარგად მოექცევა მათ, ისინი მისთვის ჯოჯოხეთისგან საფარი გახდებიან».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيالأخلاق الحميدة، صدقة التطوع
«როცა რომელიმე თქვენგანი მეჩეთში შევა, მან უნდა შეასრულოს ორი რაქათის ლოცვა, სანამ დაჯდება».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيصلاة التطوع، أحكام المساجدموضوعات الحديثأحكام المساجد غير الحرمين، صلاة التطوع
"რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა ლოცულობდა, ხელებს შორის სივრცეს ტოვებდა ისე, რომ მისი იღლიის სითეთრე გამოჩნდებოდა".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيسنن الصلاة، صفة الصلاةموضوعات الحديثسنن الصلاة، صفة الصلاة
«მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყველაზე გულუხვი ადამიანი იყო. იგი განსაკუთრებით გულუხვი ხდებოდა რამადანის თვეში, როცა მას ჯიბრილი (ალლაჰის მშვიდობა მას) ხვდებოდა, ჯიბრილი ყოველ ღამეს რამადანში მას ხვდებოდა და ერთად სწავლობდნენ ყურანს. ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიკეთით უფრო გულუხვი იყო, ვიდრე მოქცეული ქარი».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيشهر رمضان
"მე მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დავუდგი წყალი სრული განბანვისთვის და ტანისამოსით დავფარე იგი [უცხო თვალებისგან]. მან ჯერ ხელებზე დაისხა წყალი და დაიბანა ისინი, შემდეგ მარჯვენა ხელით მარცხენაზე დაასხა წყალი და სასქესო ორგანოები დაიბანა. ამის შემდეგ ხელი მიწაზე მიადო და გაწმინდა, შემდეგ კი კვლავ დაიბანა. შემდეგ პირი გამოირეცხა, ცხვირი გაისუფთავა, სახე და იდაყვებამდე ხელები დაიბანა. შემდეგ თავზე და სხეულზე დაასხა წყალი, შემდეგ გვერდზე გადაინაცვლა და ტერფები დაიბანა. მე მას ქსოვილი მივაწოდე, რომ გამშრალიყო, თუმცა მან არ აიღო იგი, წავიდა და წყლის წვეთებს იშორებდა.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيصفة الغسلموضوعات الحديثأحكام الغسل
«რამადანს ერთი ან ორი დღით ადრე მარხვით არ შეეგებოთ, გარდა იმ კაცისა, რომელიც მარხულობდა მანამდე, მან იმარხოს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيصيام يوم الشك
«არ დამიტოვებია ჩემს შემდგომ მამაკაცებისთვის იმაზე დიდი განსაცდელი, ვიდრე ქალები».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيذَمُّ الهوى والشَّهوات، العلاقة بين الرجل والمرأةموضوعات الحديثغض البصر