Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

6 of 841 cards

Clear filters
«ვინც ჩაიდინა ცოდვა, რისთვისაც დადგენილია სასჯელი (ჰადდ), და ეს სასჯელი მიესაჯა მას ამ დუნიაში — ალლაჰი არის იმაზე უფრო სამართლიანი, რომ არ დასაჯოს იგი ორჯერ — ამ დუნიაშიც და აახირეთშიც. ხოლო ვინც ჩაიდინა ასეთი ცოდვა, და ალლაჰმა დაფარა იგი და აპატია — ალლაჰი არის უმეტად დიდსულოვანი, რომ აღარ დაუბრუნდეს დასჯას იმაზე, რაც უკვე აპატია».
კარგი (ჰასან) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და იბნ მააჯამ
«რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაინახა კაცი, რომელიც რიგის უკან მარტო ლოცულობდა და უბრძანა მას, რომ ლოცვა გაემეორებინა».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«მათრობელა, რომელიც ბევრი დალევისას დაათრობს, მისი ცოტაც აკრძალულია».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჩვენ გვაკითხებდა ყურანს ყველა მდგომარეობაში, გარდა დიდი განბანვის საჭიროების დროს (ჯუნუბობის დროს).
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«სრულყოფილი რწმენა აქვთ იმ მორწმუნეებს, რომლებიც გამოირჩევიან საუკეთესო ხასიათით, ხოლო თქვენგან საუკეთესონი არიან ისინი, ვინც საუკეთესოდ ეპყრობა საკუთარ ქალებს».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორ საჯდას შორის ამბობდა: «ღმერთო ჩემო მომიტევე მე, შემიწყალე, მომეცი ჯანმრთელობა, დამადგინე სწორ გზაზე და მომეცი სარჩო» /ალლაჰუმმა ღფირლიი, ვა-რჰამნიი, ვა - 'ააფინიი, ვა-ჰდინიი, ვა-რზუყნიი.
კარგი თავისი მოწმეებით გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა