عربي - Arabic English Qafár af - Afar Afrikaans - Afrikanns Akan Shqip - Albanian አማርኛ - Amharic Հայերեն - Armenian অসমীয়া - Assamese Azərbaycanca - Azerbaijani Bamanankan - Bambara Bassa Bemba বাংলা - Bengali Bosanski - Bosnian Български - Bulgarian မြန်မာဘာသာ - Burmese Bisaya - Cebuano Cham Нохчий - Chechen chiCheŵa - Chewa 中文 - Chinese Адыгэбзэ - Circassian Hrvatski - Croatian Česky - Czech Dagbani Dansk - Danish فارسی دری - Dari Dendi ދިވެހި ބަސް - Dhivehi Nederlands - Dutch إستوني - Estonian Suomi - Finnish Français - French Fulfulde - Fula ქართული - Georgian Deutsch - German Ελληνικά - Greek ગુજરાતી - Gujrati Kreyòl ayisyen - Haitian Creole Hausa हिन्दी - Hindi Magyar - Hungarian Igbo Indonesia - Indonesian Italiano - Italian 日本語 - Japanese Jóola - Jola ಕನ್ನಡ - Kannada Қазақша - Kazakh ភាសាខ្មែរ - Khmer Kikuyu Ikinyarwanda - Kinyarwanda Ikirundi - Kirundi 한국어 - Korean كوردی سۆرانی - kurdish كوردي kurmancî - Kurmanji Kyrgyz ລາວ - Lao latviešu - Latvian Lingala lietuvių - Lithuanian Luganda Македонски - Macedonian Maguindanaon Malagasy - Malagasy Bahasa Melayu - Malay മലയാളം - Malayalam Mandinka मराठी - Marathi Mõõré - Moore नेपाली - Nepali أنكو - NKo Norwegian ଓଡ଼ିଆ - Odia oromoo - Oromo پښتو - Pashto فارسی - Persian Polski - Polish Portuguese ਪੰਜਾਬੀ - Punjabi Română - Romanian Русский - Russian Српски - Serbian Shona සිංහල - Sinhala Slovenščina - Slovenian Soomaaliga - Somali Soninke Sesotho - Sotho Español - Spanish Kiswahili - Swahili Svenska - Swedish Tagalog Тоҷикӣ - Tajik தமிழ் - Tamil తెలుగు - Telugu ไทย - Thai ትግረኛ - Tigrinya Türkçe - Turkish Ukrainian اردو - Urdu ئۇيغۇرچە - Uyghur Ўзбек - Uzbek Việt Nam - Vietnamese Wolof Yao Yorùbá - Yoruba Zarma زولو - Zulu
841 Hadiths
Encyclopedia of Prophetic Hadiths
Categories
Grading
Narrated in
Narrator
Show all narrators (17)
„ო, ალლაჰის მოციქულო, მითხარი, რას გვიბრძანებ, თუ ჩვენზე გაბატონდებიან მმართველები, რომლებიც ჩვენგან მოითხოვენ იმას, რაც მათ ეკუთვნით, მაგრამ უარს ამბობენ ჩვენს უფლებებზე?“ — მოციქული (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) მას ზურგი უქცია. შემდეგ მან იგივე კითხვა მეორედ (ან: მესამედ) დასვა, და მაშინ ალ-აშ’ას იბნ ყაისმა იგი თავისკენ გამოსწია، და თქვა(მოციქულმა ალლაჰმა დალოცოს იგი): «ისმინეთ და დაემორჩილეთ, რადგან ისინი (მმართველები) აგებენ პასუხს მათზე დაკისრებულზე, ხოლო თქვენ — თქვენზე დაკისრებულზე».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«თუ ვინმე მოვა თქვენთან მაშინ, როცა თქვენ ერთსულოვნად ემორჩილებით გარკვეულ ადამიანს, და შეეცდება თქვენს შორის განხეთქილებას და თქვენი ერთიანობის გაყოფას, მოკალით იგი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
ერთ დღეს ჩვენ ერთად ყოფნისას წამოდგა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ისეთი რჩევა-დარიგება მოგვცა, რომ გულები ათრთოლდა და თვალებს ცრემლი მოგვადგა, მას უთხრეს: ო ალლაჰის შუამავალო, შენ მოგვეცი ისეთი რჩევა-დარიგება თითქოს გვემშვიდობებოდე, მაშ, დაგვიტოვე ანდერძად რაიმე. მან თქვა: «გეშინოდეთ ალლაჰის, მოისმინეთ და დამორჩილდით, თუნდაც ეთიოპელი მონა იყოს თქვენი მმართველი, ნამდვილად, ის, ვინც თქვენგან დიდხანს იცოცხლებს, ბევრ განხეთქილებას იხილავს, ამიტომ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა. არ გადაუხვიოთ მას და სრულიად თავი აარიდეთ სიახლეებს(ბიდ'ა), რადგან ყოველგვარი სიახლე არის გზააბნეულობა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«ო, ალლაჰ, იყავი მკაცრი იმასთან, ვინც მიიღებს რაიმე ძალაუფლებას ჩემი თემის (უმმის) წევრებზე და იქნება მკაცრი მათ მიმართ, და იყავი კეთილი იმასთან, ვინც მიიღებს რაიმე ძალაუფლებას ჩემი თემის წევრებზე და გამოიჩენს სიკეთეს მათ მიმართ!»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭეშმარიტად, მოახლოვდება განსაცდელები, ჭეშმარიტად, მოახლოვდება განსაცდელები და არეულობა, რომლის დროსაც მჯდომარე უკეთესი იქნება მდგარზე, ხოლო მდგარი – უკეთესი მორბენალზე. და როდესაც ის დადგება, ვისაც აქლემები ჰყავს, დარჩეს თავის აქლემებთან, ვისაც ცხვარი ჰყავს, დარჩეს თავის ცხვრებთან, ხოლო ვისაც მიწა აქვს, დარჩეს თავის მიწაზე». ერთმა კაცმა თქვა: "ო, ალლაჰის მოციქულო! თუ ადამიანს არც აქლემები, არც ცხვარი და არც მიწა არ აქვს?" მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «მაშინ აიღოს თავისი მახვილი, მოჭრას მისი პირი ქვაზე და შემდეგ ეცადოს გადარჩენას, თუ შეეძლება. ო, ალლაჰ… გადავეცი [რაც უნდა გადმომეცა]? ო, ალლაჰ… გადავეცი [რაც უნდა გადმომეცა]?»
ერთმა კაცმა თქვა: "ო, ალლაჰის მოციქულო! თუ მაიძულებენ დავდგე ერთ-ერთ რიგში ან შევუერთდე ერთ-ერთ ჯგუფს? და თუ ვინმე თავის მახვილით მომკლავს, ან ისარი დამჭრის და მომკლავს?" მან უპასუხა: «მაშინ ეს ადამიანი აიღებს თავის თავზე როგორც საკუთარ, ისე შენს ცოდვას და გახდება ცეცხლის მკვიდრთაგან ერთ-ერთი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ვერ გადარჩება საზოგადოება, რომელიც მმართველად ქალს დაიდგენს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დანიშნა კაცი ბანუ სულეიმის ტომისგან ზაქათის შესაგროვებლად. ამ კაცს ერქვა იბნ ალ-ლუთბია. როდესაც ის დაბრუნდა, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მას ანგარიში მოთხოვა. მან თქვა: "ეს – თქვენი ქონებაა, ხოლო ეს – საჩუქარი, რომელიც მე მომიტანეს". მაშინ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «რატომ არ დარჩი მამაშენის და დედაშენის სახლში, სანამ შენთან არ მოვიდოდა საჩუქარი, თუ სიმართლეს ამბობ?» შემდეგ მან წარმოთქვა ქადაგება, ადიდა ალლაჰი და ხოტბა შეასხა მას, შემდეგ კი თქვა: «ჭეშმარიტად, მე ვნიშნავ ერთ-ერთ თქვენგანს იმ საქმეზე, რომელიც ალლაჰმა მე დამაკისრა. შემდეგ ეს ადამიანი მოდის და ამბობს: "ეს თქვენი ქონებაა, ხოლო ეს – საჩუქარი, რომელიც მე მომიტანეს. განა ის არ დარჩებოდა მამისა და დედის სახლში, სანამ მასთან მისი საჩუქარი არ მივიდოდა, ალლაჰის სახელით, არავინ არ აიღებს არაფერს უსამართლოდ, თუ არა იმ პირობით, რომ აღდგომის დღეს ალლაჰის წინაშე წარდგება ამ ტვირთით, მართლაც, მე ვიხილავ ერთ-ერთ თქვენგანს, რომელიც ალლაჰს შეხვდება და ზურგით ატარებს ღრიალით მობრუნებულ აქლემს, ან ბღავილით მოსულ ძროხას, ან ბღავილით მოსულ ცხვარს, შემდეგ მან ასწია ხელი ისე, რომ მისი იღლიების სითეთრე გამოჩნდა და თქვა: ო ალლაჰ, ხომ გადავეცი?» – და ეს რამდენჯერმე გაიმეორა. ეს არის ის, რაც ჩემმა თვალებმა დაინახეს და ყურებმა გაიგონეს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«თქვენზე დაინიშნებიან მმართველები, რომელთა საქმეებიდან ზოგი თქვენთვის მისაღები იქნება, ზოგი კი — დასაგმობი. მათ შორის, ვინც იგრძნობს ზიზღს მათი დასაგმობი საქმეების მიმართ, უდანაშაულო დარჩება, ხოლო ვინც დაგმობს მათ, გადარჩება. განსხვავებით მათგან, ვინც კმაყოფილი დარჩება და მათ გზას გაჰყვება. ხალხმა ჰკითხა: "ალლაჰის მოციქულო, განა არ უნდა ვიბრძოლოთ ასეთ მმართველებთან?" მან უპასუხა: «არა, მანამ სანამ ისინი ლოცვას აღასრულებენ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა