Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

31 of 841 cards

Clear filters
"(ერთხელ) მე ვთხოვე: ო, ალლაჰის შუამავალო, მითხარი ისლამის შესახებ ისეთი სიტყვები, რომ ამის შემდეგ მე აღარავის ვკითხავდი ამის შესახებ შენ შემდეგ". მან მიპასუხა: «თქვი: "მე მწამს ალლაჰის", შემდეგ კი სწორ გზას დაადექი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«თქვენგან ვინც დაინახავს მოუწონარ (ისლამში მიუღებელ) ქმედებას, გამოასწოროს თავისი ხელით, და თუ ვერ შეძლებს ამას, გამოასწოროს თავისი ენით და თუ ამითაც ვერ შეძლებს, მაშინ თავისი გულით (ანუ შეიძულოს ის საქმე) და ის იქნება რწმენის ყველაზე სუსტი გამომჟღავნება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«რელიგია არის გულწრფელობა». ჩვენ ვკითხეთ: «ვის მიმართ?» მან თქვა: «ალლაჰის, მისი წიგნის, მისი მოციქულის, მუსლიმების ხელმძღვანელებისა და ზოგადად ყველა მუსლიმის მიმართ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ძუძუთი კვება კრძალავს იმავე რამეს, რასაც კრძალავს შობადობა (სისხლით ნათესაობა)».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«სისუფთავე არის რწმენის ნახევარი, ალლაჰის ქება დიდება (ალჰამდუ ლილლაჰ) ავსებს სასწორს, სიტყვები ქება ალლაჰს (სუბჰანალლაჰ) და დიდება ალლაჰს (ალჰდამდულილლაჰ) ავსებენ სივრცეს ცასა და დედამიწას შორის. ლოცვა სინათლეა, სადაყა არის მტკიცებულება და მოთმინება სინათლეა, ხოლო ყურანი არის არგუმენტი შენს სასარგებლოდ ან შენს წინაარმდეგ. ყველა ხალხი გაემართებიან დილაობით (თავიანთ საქმეებზე) და საკუთარი სულის გამყიდველი ან ათავისუფლებს მას[ჯოჯოხეთის გან] ან ღუპავს[მას ცოდვებით რის გამოც ჯოჯოხეში შევა]».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«თუ ადამიანებს მიეცემოდათ [ის, რასაც ისინი მოითხოვენ] მხოლოდ მათი სიტყვების საფუძველზე, მაშინ ზოგიერთები [ცრუ] მოითხოვდნენ სხვის ქონებას და სიცოცხლეს... მაგრამ მომჩივანი ვალდებულია მოიტანოს მტკიცებულება, ხოლო მოპასუხისთვის კი [უსაფუძვლო ბრალის დროს] საკმარისია ფიცი, რომ უდანაშაულოა».
კარგი (ჰასან) გადმოსცა ალ-ბაიჰაყიმ და სხვებმა ამგვარად, ხოლო მისი ნაწილი ორ საჰიჰშია.
«ვისაც სწამს ალლაჰის და ბოლო დღის, დაე, თქვას კარგი სიტყვა ან გაჩუმდეს, ვისაც სწამს ალლაჰის და ბოლო დღის, დაე, პატივი სცეს მეზობელს, ვისაც სწამს ალლაჰის და ბოლო დღის, დაე, პატივი სცემს მის სტუმარს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«არ არის ნებადართული მუსლიმის სისხლის დაღვრა, გარდა სამი შემთხვევისა: დაქორწინებულის მრუშობისთვის, სიცოცხლის წართმევისთვის — სიცოცხლე სიცოცხლის წილ, და საკუთარი რელიგიის მიტოვებისა და მუსლიმთა ერთობისგან გამოყოფისთვის».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული