Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

8 of 841 cards

Clear filters
«სიკეთე: არის კარგი ზნეობა. ცოდვა არის ის, რაზეც შენი სული ორჭოფობს, რის გამოც დამძიმებულია და რასაც არ ისურვებდი, რომ ხალხმა გაიგოს».
სანდო (საჰიჰ) პირველი ჰადისი: გადმოცემულია მუსლიმის მიერ, და მეორე ჰადისი: გადმოცემულია აჰმადისა და ად-დაარიმის მიერ.
«ვინც დაიცავს თავისი ძმის ღირსებას, ალლაჰი დაიცავს მის სახეს ცეცხლისგან განკითხვის დღეს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«ჭეშმარიტად, მორწმუნეს შეუძლია თავისი კარგი ზნეობით მარხულისა და(მთელი ღამით) მლოცველის საფეხურს მიაღწიოს».
სანდო მისი მოწმეებით გადმოსცა აბუ დაუდმა და აჰმადმა
«შემწყალებლებს იწყალებს შემწყალებელი, შეიწყალეთ ისინი, ვინც დედამიწაზეა და შეგიწყალებთ ის, ვინც ზეცაშია».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«ის არ იყო უწმაწური სიტყვების მთქმელი და არ აკეთებდა უხამსობას, არ უხეშობდა და არ ხმაურობდა( ყვირილი არ იცოდა) ბაზრებში. იგი ბოროტებას ბოროტებით არ პასუხობდა, არამედ პატიობდა და სიმშვიდეს იჩენდა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხეს, რა უფრო მეტად შეიყვანს ადამიანებს სამოთხეში, და მან უპასუხა:«ალლაჰის მოშიშობა და კეთილზნეობა», ხოლო როდესაც ჰკითხეს, რა უფრო მეტად შეიყვანს ადამიანებს ჯოჯოხეთში, მან უპასუხა: «ენა და სასქესო ორგანო».
ჰასან საჰიჰ გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«არ იქნება მადლიერი ალლაჰის მიმართ ის, ვინც ხალხის მიმართ არ არის მადლიერი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«როდესაც ადამიანი თავის ძმას შეიყვარებს აცნობოს მას, რომ უყვარს ის».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, ალ-ნასაიმ ალ-ქუბრაში და აჰმადმა