Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

110 of 841 cards

Clear filters

Narrator

Show all narrators (48)
«სახნავ სათესს/ბაღა -ბაღჩებს ნუ მოამრავლებთ, ამქვეყნის მიმართ ლტოლვა მოგემატებათ».
ჰასან ლი-ღაირიჰ (კარგია სხვა გზებით) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«თუ ადამის ძეს ორი ხეობა სავსე ქონებით ექნებოდა, ის მესამესაც მოინდომებდა, და არაფერს შეუძლია ადამის ძის მუცელი აავსოს, გარდა მიწისა (სამარისა). ხოლო ალლაჰი შეიწყალებს მას, ვინც მოინანიებს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«თქვენი ცეცხლი მხოლოდ ერთ-ერთია სამოცდაათი ნაწილიდან გეენას ცეცხლისა». უთხრეს მას: "ო, ალლაჰის მოციქულო, ჩვენთვის ჩვენი ცეცხლიც საკმარისი იქნებოდა". მან თქვა: «ის უფრო მეტია კიდევ სამოცდაცხრა ნაწილით, რომელთაგან თითოეული ისეთივე ცხელი და მწვავეა, როგორც ეს ცეცხლი».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ძლიერი მორწმუნე უფრო კარგი და საყვარელია ალლაჰისთვის სუსტ მორწმუნეზე, ხოლო ორივე მათგანში არის სიკეთე. იყავი მტკიცე იმაზე, რასაც შენთვის სარგებელი მოაქვს და მიეკედლე ალლაჰს და არ გამოიჩინო სისუსტე, და თუ რაიმე შეგემთხვევა არ თქვა: "მე რომ ასე გამეკეთებინა ასე და ასე იქნებოდა", არამედ თქვი: "ალლაჰის ბედისწერაა, მან რაც ისურვა, ის გააკეთა". რადგან "რომ" გზას უხსნის ეშმაკს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭეშმარიტად, უზენაესი და ყოვლადკეთილი ალლაჰი ეტყვის სამოთხის მკვიდრებს: "ო, სამოთხის მკვიდრებო!" ისინი უპასუხებენ: "ჩვენ აქ ვართ შენს წინაშე, ჩვენო მეუფევ, მზად ვართ გემსახუროთ! და მთელი სიკეთე — შენს ხელშია". ალლაჰი ჰკითხავს: "კმაყოფილები ხართ?" ისინი იტყვიან: "როგორ არ უნდა ვიყოთ კმაყოფილნი, უფალო? შენ ხომ გვიბოძე ის, რაც არ მიგიცია არცერთი შენი ქმნილებისთვის". მაშინ ალლაჰი ეტყვის: "გინდათ, კიდევ უკეთესი მოგცეთ?" ისინი ჰკითხავენ: "უფალო, რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი?" ალლაჰი იტყვის: "მე გბოძებთ ჩემს კმაყოფილებას და აღარასდროს ვიქნები უკმაყოფილო თქვენით".»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ერთი კაცი მივიდა ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ჰკითხა: «ო, ალლაჰის შუამავალო, როგორ მოვიქცე, თუ ვინმე ჩემს ქონების წართმევას მოინდომებს? შუამავალმა უპასუხა: «ნუ მისცემ მას შენს ქონებას» ამ კაცმა კვლავ ჰკითხა: "თუ ის ჩემთან ბრძოლის დაწყებას მოინდომებს?" შუამავალმა უპასუხა: «შეებრძოლე მას». კაცმა კვლავ ჰკითხა: "თუ ის მომკლავს?" შუამავალმა უპასუხა: «მაშინ შენ იქნები შაჰიდი (მოწამე)» კაცმა კვლავ ჰკითხა: "თუ მე მოვკლავ მას?“ შუამავლმა უპასუხა: «ის იქნება ცეცხლში (ჯოჯოხეთში)»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭეშმარიტი ორპირია ის, ვისაც აქვს ოთხი თვისება, ხოლო ვისაც მათგან რომელიმე თვისება ახასიათებს, მასში იქნება ორპირობის ნიშანი, სანამ ამ თვისებას არ მოიშორებს. ის იტყუება როცა ლაპარაკობს, ღალატობს, როცა ხელშეკრულებას დებს, არღვევს პირობას, როცა ჰპირდება, და უმართლობას სჩადის, როცა ვინმესთან დავობს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ერთმა კაცმა შეეკითხა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "როდის იქნება საათი?" მოციქულმა უთხრა: «რა მოამზადე მისთვის?». მან თქვა: "არაფერი, გარდა იმისა, რომ მიყვარს ალლაჰი და მისი მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)". მოციქულმა უპასუხა: «შენ იქნები იმასთან, ვინც გიყვარს». ანასმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: "არაფერმა გაგვხარა ისე, როგორც მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამ სიტყვებმა: «შენ იქნები იმასთან, ვინც გიყვარს». ანასმა ასევე თქვა: "მე მიყვარს მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), აბუ ბაქრი და უმარი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) და იმედი მაქვს, რომ მათი სიყვარულით მათთან ერთად ვიქნები, მიუხედავად იმისა, რომ მათი მსგავსი საქმეები არ გამიკეთებია".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული