Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

110 of 841 cards

Clear filters
წაიკითხა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ეს აიათი: {იგია ის, რომელმაც გარდმოგივლინა შენ წიგნი. მასშია ცხადი აიათები, რომელნიც წიგნის დედააზრს ქმნიან, და სხვები მიმგვანებული. ისინი კი, ვის გულებშიც ეჭვია, მიჰყვებიან იმას, რაც მიმგვანებულია. ცდილობენ გამოიწვიონ არეულობა და განმარტონ აიათები, არავინ იცის მისი (მიმგვანებული - მუთეშაბიჰი აიათების) ახსნა, ალლაჰის გარდა. მტკიცე ცოდნის მქონენი ამბობენ: ჩვენ ვირწმუნეთ ის, ყველაფერი ჩვენი ღმერთისგანაა! შეგონებას მხოლოდ გონიერნი მისდევენ.} [აალ იმრაან: 7] მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როცა დაინახავთ ადამიანებს, რომლებიც ყურანში გაურკვეველ საკითხებს მიჰყვებიან, იცოდეთ, რომ ეს ის ხალხია, რომელთა შესახებ ალლაჰმა ისაუბრა. ერიდეთ მათ!»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჯოჯოხეთის ყველაზე მსუბუქი სასჯელის მქონე ადამიანი ის არის, ვისაც ცეცხლისგან დამზადებული სანდლები და მათი სამაგრები ექნება, რომლისგამოც მისი ტვინი დუღს ისე, როგორც ქვაბში წყალი დუღს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ფიქრობს, თითქოს ყველაზე მძიმე სასჯელი აქვს, რეალურად, ის ჯოჯოხეთის მოსახლეთაგან ყველაზე მსუბუქად დასჯილია».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«არ დადგება საათი მანამ, სანამ კაცი არ ჩაივლის კაცის საფლავთან და არ იტყვის: "ნეტავ, მე ვიყო მის ადგილას".»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
"ერთხელ იგი მივიდა მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრა: "ო, ალლაჰის მოციქულო, ეშმაკი მიშლის ხელს ლოცვაში და ყურანის კითხვაში, რადგან ჩემს გონებას აბნევს". მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «ეს არის ეშმაკი, სახელად ხინზაბ. როცა მის არსებობას იგრძნობ, მიმართე ალლაჰს მის წინააღმდეგ დაცვისთვის და სამჯერ გადააფურთხე მარცხნივ». 'უსმანმა თქვა: "ასე მოვიქეცი და ალლაჰმა ის ეშმაკი ჩემგან მოაშორა".
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საჯდაში ყოფნისას ამბობდა: «ღმერთო ჩემო, მომიტევე ჩემი ყველა ცოდვა, პატარა თუ დიდი, პირველი და უკანასკნელი, აშკარა და დაფარული». /ალლაჰუმმა ღფირ ლიი ზანბიი ქულლაჰუ დიყყაჰუ, ვა ჯილლაჰუ ვა ავვალაჰუ ვა აახირაჰუ ვა 'ალაანიითაჰუ ვა სირრაჰუ/
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«თუ ადამის ძეს ორი ხეობა სავსე ქონებით ექნებოდა, ის მესამესაც მოინდომებდა, და არაფერს შეუძლია ადამის ძის მუცელი აავსოს, გარდა მიწისა (სამარისა). ხოლო ალლაჰი შეიწყალებს მას, ვინც მოინანიებს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«თქვენი ცეცხლი მხოლოდ ერთ-ერთია სამოცდაათი ნაწილიდან გეენას ცეცხლისა». უთხრეს მას: "ო, ალლაჰის მოციქულო, ჩვენთვის ჩვენი ცეცხლიც საკმარისი იქნებოდა". მან თქვა: «ის უფრო მეტია კიდევ სამოცდაცხრა ნაწილით, რომელთაგან თითოეული ისეთივე ცხელი და მწვავეა, როგორც ეს ცეცხლი».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ძლიერი მორწმუნე უფრო კარგი და საყვარელია ალლაჰისთვის სუსტ მორწმუნეზე, ხოლო ორივე მათგანში არის სიკეთე. იყავი მტკიცე იმაზე, რასაც შენთვის სარგებელი მოაქვს და მიეკედლე ალლაჰს და არ გამოიჩინო სისუსტე, და თუ რაიმე შეგემთხვევა არ თქვა: "მე რომ ასე გამეკეთებინა ასე და ასე იქნებოდა", არამედ თქვი: "ალლაჰის ბედისწერაა, მან რაც ისურვა, ის გააკეთა". რადგან "რომ" გზას უხსნის ეშმაკს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა