Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

34 of 841 cards

Clear filters
«მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხეს, რა უფრო მეტად შეიყვანს ადამიანებს სამოთხეში, და მან უპასუხა:«ალლაჰის მოშიშობა და კეთილზნეობა», ხოლო როდესაც ჰკითხეს, რა უფრო მეტად შეიყვანს ადამიანებს ჯოჯოხეთში, მან უპასუხა: «ენა და სასქესო ორგანო».
ჰასან საჰიჰ გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«რომელიმე საზოგადოება თუ შეიკრიბება სადმე და ამ შეკრების ადგილას არც ალლაჰს ახსენებენ და არც მათ შუამავალს დალოცავენ, ეს იქნება მათთვის სინანული, თუ ინებებს ალლაჰი დასჯის და თუ ინებებს აპატიებს მათ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ათ-თირმიზიმ და ან-ნასააიმ "ალ-ქუბრა-ში".
«ნამდვილი ძუნწი ის არის, ვინც არ წარმოთქვამს ჩემზე დალოცვას (სალავათს), როდესაც ჩემს სახელს მოიხსენებენ მისი თანდასწრებით».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ "ალ-ქუბრაში" და აჰმადმა.
«საფლავი იმქვეყნიური ცხოვრების პირველი სამყოფელია. თუ ადამიანი იქ გადარჩება, იმის შემდეგი ეტაპები უფრო იოლი ექნება. ხოლო თუ იქ ვერ გადაურჩა, მისთვის შემდგომი ეტაპები უფრო მძიმე იქნება»,
კარგი (ჰასან) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და იბნ მააჯამ
"ალლაჰმა მოიყვანა მაგალითი სწორი გზისა, რომლის ორივე მხარეს ორი კედელია. ამ კედლებში არის ღია კარები, და კარებზე ჩამოფარებულია ფარდები. გზის შესასვლელთან არის მომხმობი, რომელიც ამბობს: "ჰეი ხალხო, შედით ამ სწორ გზაზე ყველანი და ნუ გადაუხვევთ!" ასევე, გზის ზემოდან არის სხვა მომხმობი, რომელიც აფრთხილებს: "თუ ვინმე ცდილობს კარის გაღებას, მას ეუბნებიან: 'გაფრთხილდი, ნუ გახსნი ამ კარს, რადგან თუ გახსნი, მასში შეხვალ.' სწორი გზა არის ისლამი, ორი კედელი არის ალლაჰის საზღვრები, ხოლო ღია კარები არის ალლაჰის აკრძალვები. გზის თავზე მყოფი მომხმობი არის ალლაჰის წიგნი. მეორე მომხმობი, რომელიც გზის ზემოთაა: ალლაჰის გაფრთხილებაა ყველა მუსლიმის გულში".
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) ხშირად ამბობდა: «ო, გულთა გადამბრუნებელო, გაამყარე ჩემი გული შენს რელიგიაზე» მე ვუთხარი: "ო, ალლაჰის შუამავალო ჩვენ გიწამეთ და მივიღეთ ის, რითიც მოხვედი. მაინც გვეშინოდეს?" მან უპასუხა: «დიახ, რადგან გულები ალლაჰის თითებს შორისაა, და ის ატრიალებს მათ ისე, როგორც სურს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«თქვი: ღმერთო ჩემო, მაკმარე შენი ნებადართული და შორს მამყოფე აკრძალულისგან, მომეცი სარჩო შენი წყალობით და ნუ დამტოვებ ნურავის იმედად შენს გარდა».
კარგი (ჰასან) გადმოსცა ალ-თირმიზიმ
ვთქვი: "ო, ალლაჰის მოციქულო, მასწავლე რამე, რისი თხოვნაც შემიძლია ალლაჰისგან, დიდებულისა და ღირსეულისგან. მან მითხრა: «თხოვე ალლაჰს კეთილდღეობა (ალ-'აფიია)». რამდენიმე დღის შემდეგ ისევ მივედი და ვუთხარი: "ო, ალლაჰის მოციქულო, მასწავლე რამე, რისი თხოვნაც შემიძლია ალლაჰისგან". მაშინ მან მითხრა: «ო, აბბას, ო, ალლაჰის მოციქულის ბიძაო, თხოვე ალლაჰს კეთილდღეობა ამქვეყნადაც და აახირეთშიც».
სანდო სხვა ჰადისით გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა