Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

53 of 841 cards

Clear filters
«როდესაც რომელიმე თქვენგანი ასრულებს მცირე განბანვას (ვუდუ), უნდა ჩაისუნთქოს წყალი ცხვირში და შემდეგ ამოისუნთქოს ის, ხოლო თუ ასრულებს გაწმენდას ქვებით, უნდა გააკეთოს ეს კენტი რაოდენობით». «და თუ რომელიმე თქვენგანი გაიღვიძებს, უნდა დაიბანოს ხელები, სანამ აბდესისთვის წყლის ჭურჭელში ჩააწყობს, რადგან არავინ იცის, სად იყო მისი ხელი ღამით». მუსლიმის ვერსიაში ნათქვამია: «თუ რომელიმე თქვენგანი იღვიძებს ძილიდან, ნუ ჩააწყობს ხელს ჭურჭელში, სანამ სამჯერ არ დაიბანს, რადგან მან არ იცის, სად იყო მისი ხელი ღამით».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ერთმა კაცმა ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვერდით მარცხენა ხელით მიირთვა, და უთხრა მას: «მარჯვენა ხელით ჭამე». მან უპასუხა: არ შემიძლია. შუამავალმა თქვა: «არც შეგძლებოდეს, არაფერი უშლის მას ხელს ამაში, გარდა სიამაყისა», თქვა (გადმომცემმა): და ამის მერე მას პირთან ხელი არ წაუღია. (იგულისხმება მარჯვენა ხელი)
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა ყოველ საღამოს თავის საწოლში წვებოდა, მიადებდა ხელისგულებს ერთმანეთზე, შემდეგ დაანერწყვებდა მათში და კითხულობდა: სურა ალ-იხლას, სურა ალ-ფალაყს და სურა ან-ნას. შემდეგ გადაისმევდა ხელებს მას მთელ სხეულზე, რამდენადაც შეეძლო, დაწყებული თავიდან, სახიდან და სხეულის წინა ნაწილიდან. ამას აკეთებდა სამჯერ.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
ერთმა კაცმა ჰკითხა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): რომელი ისლამი არის საუკეთესო? მან უპასუხა: «რომ გამოკვებო ხალხი და მიესალმო მას, ვისაც იცნობ და მას, ვისაც არ იცნობ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჭეშმარიტად, ალლაჰი კმაყოფილია თავის მსახურით, რომელიც ადიდებს მას ყოველი ნაჭამი ლუკმისა და ყოველი დალეული ყლუპისთვის».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«არაფერია სამსჯავროს დღეს მორწმუნის სასწორზე უფრო მძიმე, ვიდრე კარგი ზნეობა. და ნამდვილად ალლაჰს სძულს ბილწი და უხამსი ადამიანი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა და ალ-თირმიზიმ
«როდესაც ორი მუსლიმი შეხვდება ერთმანეთს და ჩამოართმევენ ხელს, ეპატიებათ მათ ცოდვები მანამ, სანამ დაშორდებიან».
სანდო ყველა გადმოცემით გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) პერიოდში იყო ერთი კაცი სახელად აბდულლაჰ, მას ზედმეტსახელად ვირს ეძახდნენ, ის ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აცინებდა, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ის ბევრჯერ გაროზგა დასალევის გამო, ერთ დღეს მოიყვანეს ის, ბრძანა მისი გაროზგვა და გაროზგეს, იქ მყოფთაგან ერთმა კაცმა თქვა: ო, ალლაჰ დაწყევლე ის, რა ხშირად მოჰყავთ? მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ დაწყევლოთ ის, ვფიცავ ალლაჰს, ჭეშმარიტად, მას ალლაჰი და მისი შუამავალი უყვარს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ