Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

10 of 841 cards

Clear filters
«როდესაც თქვენგან ვინმე მეჯლისში (საერთო შეკრებაზე) მივა, დაე მიესალმოს დამსწრეებს. და როცა მოისურვებს წამოსვლას, კვლავ მიესალმოს. რადგან პირველი სალამი არ არის უფრო უფლებიანი, ვიდრე უკანასკნელი».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, ალ-ნასაიმ ალ-ქუბრაში და აჰმადმა
"ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც აცემინებდა, ხელს ან ტანსაცმელს პირზე იფარებდა და ამით ხმის ტონს ახშობდა ან ადაბლებდა".
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«მათ უთხრეს: "ო, ალლაჰის შუამავალო, ჩვენ ვჭამთ, მაგრამ არ ვძღებით". მან ჰკითხა: «შესაძლოა, ცალ-ცალკე ჭამთ?» მათ უპასუხეს: "დიახ", მაშინ შუამავალმა თქვა: «მაშ შეიკრიბეთ და ერთად ჭამეთ, ალლაჰის სახელი წარმოთქვით საჭმლის დაწყებისას, და ის თქვენთვის ბარაქიანი იქნება».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა, იბნ მააჯამ და აჰმადმა
მე ვკითხე: "ო, ალლაჰის მოციქულო, რა არის ხსნა?“ მან მიუგო: «შეიკავე შენი ენა, დარჩი სახლში და იდარდე შენს ცოდვებზე».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«ერთი კაცი მივიდა ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრა: ას-სალამუ ალეიქუმ, სალამი დაუბრუნა, და შემდეგ ის დაჯდა. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ათი» შემდეგ მეორე კაცი მოვიდა და თქვა: ას-სალამუ ალაიქუმ ვა რაჰმათულლაჰ, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სალამი დაუბრუნა, და ისიც დაჯდა. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ოცი» შემდეგ მესამე კაცი მოვიდა და თქვა: ას-სალამუ ალეიქუმ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქაათუჰ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სალამი დაუბრუნა, და თქვა: «ოცდაათი».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა, ათ-თირმიზიმ, აჰმადმა და ად-დაარიმიმ.
«როდესაც ორი მუსლიმი შეხვდება ერთმანეთს და ჩამოართმევენ ხელს, ეპატიებათ მათ ცოდვები მანამ, სანამ დაშორდებიან».
სანდო ყველა გადმოცემით გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«ალლაჰმა გაახაროს ის ადამიანი, რომელიც ჩვენგან რამეს მოისმენს და ზუსტად ისე გადასცემს სხვებს, როგორც გაიგო, რადგან შესაძლოა, ვისაც ეს მიაწვდიან, უკეთ გაიგოს იგი, ვიდრე ის, ვინც მოისმინა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«მუსლიმის ტანისამოსის (იზარის) სიგრძე უნდა იყოს წვივის შუამდე, ხოლო არ არის პრობლემა, თუ იგი კოჭებს შორის იქნება. თუმცა, რაც კოჭებზე დაბლაა, ის ცეცხლშია. ვინც თავისი სამოსი ამპარტავნულად დაუშვა მიწაზე, ალლაჰი მას არ შეხედავს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, იბნ მააჯამ და აჰმადმა