Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

103 of 841 cards

Clear filters

Narrator

Show all narrators (52)
ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მინბარზე ყოფნის დროს ერთი პიროვნება შეეკითხა, რას გვეტყვი ღამის ლოცვაზე, მან თქვა: «(ის სრულდება) ორ-ორი, ორ-ორი (რაქათით), თუ შიშობს რომ შემოათენდება, მაშინ ბოლო ერთი რაქათი ვითრით დაასრულოს». ასევე ის ამბობდა: «(ღამით) თქვენი უკანასკნელი ლოცვა ვითრი იყოს», შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასე ბრძანა.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«თუ ხალხს ეცოდინებოდა, რამდენი ჯილდო არის აზანში და პირველ რიგში დგომაში, და არ იპოვიდნენ სხვა საშუალებას, გარდა იმისა, რომ წილი ეყარათ, ისინი აუცილებლად წილს იყრიდნენ, თუ მათ ეცოდინებოდათ, რა სიკეთე არის ადრე წასვლაში კოლექტიურ ლოცვაზე, ისინი ერთმანეთს დაეჯიბრებოდნენ,თუ მათ ეცოდინებოდათ, რა სიკეთე არის ღამის და განთიადის ლოცვაში, ისინი ლოცვაზე მივიდოდნენ თუნდაც ხოხვით».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«მე მებრძანა, რომ შვიდ ძვალზე შევასრულო საჯდა: შუბლზე და ხელით ცხვირისკენ მიანიშნა, ორივე ხელზე, ორივე მუხლზე, ორივე ფეხის წვერებზე. და ამეკრძალა ტანსაცმლის და თმების აკეცვა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
რომ ვინმენი მივიდნენ საჰლ იბნ სა'დ ას-საა'იდისთან მას შემდეგ, რაც დაობდნენ იმაზე, რომელი ხისგან იყო დამზადებული მინბარი. მათ ჰკითხეს ამის შესახებ, და მან თქვა: "ვალლაჰი, ნამდვილად ვიცი, რისგანაა ის დამზადებული, რადგან თავად ვიხილე იგი იმ დღეს, როდესაც ის დააყენეს და როდესაც მასზე დაჯდა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაგზავნა ადამიანი ერთ ქალთან, რომლის სახელიც საჰლმა დაასახელა, და გადასცა: «უთხარი შენს ხის ოსტატ-მონას, რომ გააკეთოს ჩემთვის ხისგან ბაქანი, რომელზეც დავჯდები, როდესაც ხალხს მივმართავ». მან უბრძანა თავის მონას, რომელმაც მინბარი დაამზადა ალ-ღაბას რეგიონიდან ჩამოტანილი ტამარიქსის ხისგან და მიიტანა მასთან. შემდეგ ქალმა ის გადასცა მოციქულს, რომლის ბრძანებითაც მინბარი იქვე დააყენეს. მე ვიხილე, როგორ აღასრულა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამ მინბარზე ლოცვა: მან წარმოთქვა თაქბირი, შეასრულა რუქუ'ი, შემდეგ ჩამოვიდა უკანსვლით მინბარის წინ და შეასრულა სეჯდა. შემდეგ ისევ ავიდა მინბარზე. როდესაც ლოცვა დაასრულა, ხალხს მიუბრუნდა და უთხრა: «ო, ხალხო! ჭეშმარიტად, მე ეს გავაკეთე იმისთვის, რომ მიბაძოთ ჩემს ქმედებას და ისწავლოთ ჩემი ლოცვა»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ყოველ ორ აზანს შორის არის ლოცვა, ყოველ ორ აზანს შორის არის ლოცვა», და მესამედ დაამატა: «ვისაც სურს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჯგუფურად შესრულებული ლოცვა მარტო შესრულებულ ლოცვაზე ოცდახუთჯერ უფრო უკეთესია. და ღამის და დღის ანგელოზები დილის ლოცვაზე იკრიბებიან», შემდეგ თქვა აბუ ჰურაირამ: თუ გსურთ წაიკითხეთ: {ჭეშმარიტად, დილას ყურანი იკითხება მოწმეებთან ერთად} [ალ-ისრა: 78].
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვასწავლიდა ისთიხარას ისეთივე ყურადღებით, როგორც გვასწავლიდა ყურანის სურას. იგი ამბობდა: «თუ რომელიმე თქვენგანს რაიმე საქმე გადაწყვეტილი აქვს, ორ რაქათი ნებაყოფლობითი ლოცვა აღასრულოს და შემდეგ თქვას: "ო, ალლაჰო, მე შენს ცოდნას მივმართავ რჩევისთვის და შენს ძალას ვთხოვ მხარდაჭერას, და შენს უდიდეს წყალობას ვევედრები. რადგან შენ შეგიძლია ყველაფერი, ხოლო მე - არა; შენ იცი ყველაფერი, ხოლო მე - არა; და შენ ხარ დამალულის მცოდნე. ო, ალლაჰო, თუ შენ იცი, რომ ეს საქმე (აქ უნდა დაასახელოს თავისი საჭიროება) სიკეთეა ჩემთვის – ჩემს რელიგიაში, ჩემს ცხოვრებაში და ჩემს საბოლოო მდგომარეობაში (ან თქვა: ამქვეყნიურ და მომავლურ ცხოვრებაში), მაშინ განაწესე ეს ჩემთვის, მიწყალობე ამაში წარმატება და დამლოცე მასში. ხოლო თუ შენ იცი, რომ ეს საქმე ბოროტებაა ჩემთვის – ჩემს რელიგიაში, ჩემს ცხოვრებაში და ჩემს საბოლოო მდგომარეობაში (ან თქვა: ამქვეყნიურ და მომავლურ ცხოვრებაში), მაშინ გამარიდე ეს საქმე და მე გამარიდე მისგან, და მიბოძე სიკეთე, სადაც არ უნდა იყოს ის, შემდეგ კი დამაკმაყოფილე იმით"». და თქვა: «შემდეგ დაასახელოს თავისი საჭიროება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
იბნ ზუბაირ ყოველ ლოცვაზე სალამის მიცემის შემდეგ ამბობდა: «არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი, მისია მეუფება, მას ეკუთვნის ქება-დიდება და მას ყველაფერზე ძალა შესწევს, არ არსებობს ძალა და ძლევამოსილება გარდა ალლაჰისა, არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, ჩვენ არავის ვეთაყვანებით გარდა მისა, მას ეკუთვნის წყალობა და მადლი, მას ეკუთვნის საუკეთესო ქება, არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, მისია წრფელი რელიგია, თუნდაც არ მოსწონდეთ ურწმუნოებს» /ლაა ილააჰა ილლა ლაჰ, ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ, ლაჰულ მულქუ, ვა ლაჰულ ჰამდუ, ვა ჰუვა 'ალაა ქულლი შაიინ ყადიირ, ლაა ჰავლა ვა ლაა ყუვვათა ილლა ბილლაჰ, ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ, ვა ლაა ნა'ბუდუ ილლაა იააჰ, ლაჰუნნი''მათუ, ვა ლაჰულ ფადლუ, ვა ლაჰუ სანააულ ჰასანუ, ლაა ილააჰა ილლა ლააჰ, მუხლისიინა ლაჰუ დდინა ვა ლავ ქარიჰალ ქააფირიინ/. თქვა: «ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მსგავსად კითხულობდა ყოველი ლოცვის შემდეგ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა