Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

103 of 841 cards

Clear filters

Narrator

Show all narrators (52)
«როდესაც შუამავალი (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) სწორდებოდა რუქუ'იდან ამბობდა: «შეისმინა ალლაჰმა იმის, ვინც ის განადიდა, ო, ალლაჰო, ჩვენო უფალო, შენ გეკუთვნის ქება, რომელიც ავსებს ცას, დედამიწას და ყველაფერს, რაც შენ ისურვე ამის შემდეგ» / სამი'ა ლლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ, ალლაჰუმმა რაბბანაა ლაქალ ჰამდ, მილ'ა სსამაავაათი ვა მილ'ალ არდი, ვა მილ'ა მაა ში'თა მინ შაი'ინ ბა'დუ/.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«არსებობს სამი საათი, რომელშიც ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) ლოცვას გვიკრძალავდა, ან რომ დაგვეკრძალა იმ დროებში მიცვალებულები: როდესაც მზე იწყებს ამოსვლა, სანამ არ ამაღლდება ჰორიზონტზე, როდესაც მზე ზენიტში იმყოფება, სანამ არ გადაიხრება დასავლეთისკენ, როდესაც მზე ჩასვლას დაიწყებს, სანამ არ ჩავა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მასწავლა თაშაჰუდი ისე, რომ ჩემი ხელი მის ხელებს შორის იყო, ისე მასწავლა როგორც ყურანიდან სურას მასწავლიდა ხოლმე: «მისალმებანი, ლოცვები და ყოველივე კარგი მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. ალლაჰის მშვიდობა, წყალობა და მისი ბარაქა შენზე იყოს ალლაჰის შუამავალო. მშვიდობა ჩვენ და ალლაჰის ყველა მართალ მსახურს. ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მსახური და შუამავალია. (ათთაჰიათუ ლილლაჰი ვა სალაავაათუ ვატ ტაიიბაათუ, ასსალაამუ 'ალაიქა აიუჰანნაბიუ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქაათუჰ, ასსალაამუ 'ალაინაა ვა 'ალაა 'იბაადი ლლააჰი სსაალიჰიინ, აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ ვა აშჰადუ ანნა მუჰამმადან 'აბდუჰუ ვა რასუულუჰ)». სხვა გადმოცემაში ნათქვამია: "ჭეშმარიტად, ალლაჰი ის არის(ასსალაამ) მშვიდობა, ამიტომ როდესაც რომელიმე თქვენგანი დაჯდება ლოცვაზე მან თქვას: «მისალმებანი, ლოცვები და ყოველივე კარგი მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. ალლაჰის მშვიდობა, წყალობა და მისი ბარაქა შენზე იყოს ალლაჰის შუამავალო. მშვიდობა ჩვენ და ალლაჰის ყველა მართალ მსახურს", როცა ამას იტყვის ეს ყველა მართალ მსახურს ალლაჰისას მიუვა ზეცაშიც და მიწაზეც, "ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, და ვამოწმებ რომ მუჰამმადი მის მსახური და შუამავალია", შემდეგ შეევედროს იმ სათხოვრით, რაც მას სურს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«თუ რომელიმე თქვენგანს ლოცვის დროს ეჭვი გაუჩნდება და ვერ გაარკვევს, სამი რაქათი ილოცა თუ ოთხი, მან ეჭვი უნდა უარყოს და დაეყრდნოს იმას, რაშიც დარწმუნებულია. შემდეგ მან უნდა შეასრულოს ორი სუჯუდი მისალმების წინ. თუ მან ხუთი რაქათი წაიკითხა, ეს დამატებითი რაქათი მის ლოცვას სრულყოფილად აქცევს. ხოლო თუ მან ოთხი რაქათი სრულყოფილად წაიკითხა, ეს ორი სუჯუდი იქნება შაიტნისთვის დამცირება»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«არ ჩამოჯდეთ სასაფლაოებზე და არ ილოცოთ მათ მიმართულებით».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ვინც მუეზინის გაგონებისას იტყვის: ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება ალლაჰის გარდა, ის ერთია და მას არ ჰყავს თანაზიარი. ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მსახური და მოციქულია. კმაყოფილი ვარ ალლაჰით, როგორც ჩემი ღმერთით, მუჰამედით, როგორც მოციქულით, და ისლამით, როგორც რელიგიით, ეპატიება მას ცოდვები». /აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ლლააჰ ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ, ვა ანნა მუჰამმადან 'აბდუჰუ ვა რასუულუჰ, რადიითუ ბი-ლლაჰი რაბბან ვა ბი-მუჰამმადუნ რასუულან, ვა ბილ-ისლაამი დიინან/
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«სუნნადან არის, რომ თუ მუაზინი განთიადის აზანში ამბობს "მოდით გადარჩენისკენ"/ჰაია 'ალალ ფალაჰ/, მაშინ შემდეგ დაამატოს: ლოცვა უკეთესია ძილზე/ას-სალაათუ ხაირუნ მინა ნავმ/».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა იბნ ხუზაიმამ, ად-დარააყუტნიმ და ალ-ბაიჰაყიმ.
«ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მეჩეთში შევიდა, მასთან ერთად შემოვიდა კიდევ ერთი კაცი, რომელმაც ნამაზის ლოცვა დაიწყო, ლოცვის შემდეგ მან მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიესალმა, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სალამი დაუბრუნა და უთხრა: «დაბრუნდი და ხელახლა ილოცე, რადგან შენ არ გილოცია», კაცი დაბრუნდა, ხელახლა შეასრულა ნამაზი იგივე სახით და ისევ მივიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), კვლავ მიესალმა, ხოლო შუამავალმა ისევ უთხრა: «დაბრუნდი და ხელახლა ილოცე, რადგან შენ არ გილოცია». ასე განმეორდა სამჯერ, რის შემდეგაც კაცმა უთხრა: ვფიცავ ალლაჰს, რომელმაც შენ წამოგგზავნა ჭეშმარიტებით, მე ლოცვა ამაზე უკეთესად არ ვიცი, ამიტომ მასწავლე, როგორ უნდა ვილოცო, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შემდეგ აუხსნა მას: «როცა ნამაზისთვის წამოდგები, გააკეთე თაქბირი, შემდეგ წაიკითხე ყურანიდან ის, რაც შეგიძლია. შემდეგ მოიხარე რუქუ'ისთვის, სანამ არ დამშვიდდები და არ მიაღწევ სიმშვიდეს, შემდეგ ასწიე თავი და გამართე სხეული ისე, რომ დგომის პოზიციაში მთლიანად გასწორდე, ამის შემდეგ შეასრულე საჯდა, სანამ არ დამშვიდდები და ბოლომდე არ დაიმშვიდებ გულს. შემდეგ წამოჯექი და იჯექი სიმშვიდით. შემდეგ ეს გააკეთე შენი ნამაზის ყველა რაქაათში».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული