Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

103 of 841 cards

Clear filters

Narrator

Show all narrators (52)
«ვინც თქვენგან აპირებს მივიდეს პარასკევის ლოცვაზე, დაე, გააკეთოს სრული განბანვა (ღუსლი)».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვიდა ერთი ბრმა კაცი და უთხრა: ო, ალლაჰის შუამავალო, მე არ მყავს არავინ ვინც მეჩეთამდე მომიყვანდა, და სთხოვა ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ მისთვის ნებართვა მიეცა ლოცვა სახლში შეესრულებინა, და მან მისცა მას ნებართვა. როცა გაბრუნდა და წასვლა დააპირა დაუძახა მას და უთხრა: «გესმის ლოცვისკენ მოწოდება(აზანი)?» მან თქვა: დიახ, შუამავალმა უთხრა: «მაშინ უპასუხე მას».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
პარასკევ დღეს ერთი პიროვნება შემოვიდა მეჩეთში სასამართლოს მხარეს მდებარე კარებიდან, ამ დროს ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იდგა და ქადაგებდა, ეს პიროვნება გაუსწორდა შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ფეხზე მდგომი და შემდეგ თქვა: ო, ალლაჰის შუამავალო, განადგურდა ყველაფერი და გზები ჩაიკეტა, შეევედრე ალლაჰს გამოგვიგზავნოს წვიმა. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასწია მაღლა ხელები, შემდეგ კი თქვა: «ღმერთო ჩემო, დაგვეხმარე (წვიმით)! ღემრთო ჩემო დაგვეხმარე! ღმერთო ჩემო დაგვეხმარე!» ანასმა თქვა: ვფიცავ ალლაჰს, ცაზე არ მოჩამდა არცერთი ღრუბელი, ჩვენსა და სალ' მთას შორის არცერთი საცხოვრებელი და სახლი არ იყო, ანასმა თქვა: უეცრად მის უკან გამოჩნდა ფარივით აღმართული ღრუბელი, როდესაც ის ზეცაში ზენიტში ავიდა გაიფანტა და შემდეგ გაწვიმდა, ვფიცავ ალლაჰს, ერთი კვირის განმავლობაში მზე არ გვინახია, შემდეგ იმ კარიდან კაცი შემოვიდა პარასკევ დღეს, ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ისევ იდგა და ქადაგებდა, ისევ მის გასწვრივ დადგა და თქვა: ო, ალლაჰის შუამავალო, განადგურდა ყველაფერი და ჩაიკეტა გზები, შეევედრე ალლაჰს შეწყვიტოს წვიმა, თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასწია ხელები და თქვა: «ღმერთო ჩემო, ჩვენს ირგვლივ იწვიმოს ჩვენს, თავზე არა, ღმერთო ჩემო მაღლობებზე, დაბლობებზე, მდინარის გულებში და მცენარეთა ფესვებში იწვიმოს». ანასმა თქვა: შეწყდა წვიმა, როდესაც ლოცვას მოვრჩით და გამოვედით მზე იყო, შარიქმა თქვა: მე ანას იბნ მალიქს შევეკითხე: ის ისევ იგივე პიროვნება იყო? მან თქვა: ''არ ვიცი''.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხელებს მაღლა სწევდა თავისი მხრების სიმაღლეზე, ლოცვის გახსნისას, ასევე ხელებს იგივე დონეზე სწევდა, როცა რუქუ'ში ჩასვლისას ალლაჰუ აქბარ-ს წარმოთქვამდა და რუქუ'იდან ამოსვლისას. ამ დროს ის ამბობდა: «სამი'ალლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ». თუმცა, ის სუჯუდის დროს ამას არ აკეთებდა.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჭეშმარიტად, შეთანხმება ჩვენსა და მათ შორის არის ლოცვა, ვინც ის მიატოვა, ურწმუნოება ჩაიდინა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ, ალ-ნასაიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«უთხარით თქვენს შვილებს, რომ ილოცონ, როცა ისინი შვიდი წლისანი გახდებიან, და დასაჯეთ ისინი, თუ არ ილოცებენ, როცა ათი წლის გახდებიან, და გააცალკევეთ ისინი საწოლებში».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა
«ადამიანმა არ უნდა აღასრულოს ლოცვა (ის სრულფასოვანი არ იქნება) არც მაშინ, როცა საჭმელი მოტანილია, და არც მაშინ, როდესაც ის იკავებს თავს დიდი ან მცირე საჭიროების დაკმაყოფილებისგან».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
ერთხელ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაგვიწესა ფაჯრის ლოცვა და შემდეგ იკითხა: «ეს და ეს აქაა?» მათ უპასუხეს: «არა». შემდეგ იკითხა: «ეს და ეს აქაა?» მათ კვლავ უპასუხეს: «არა». შემდეგ თქვა: «ეს ორი ლოცვა (ფაჯრი და იშა) ყველაზე მძიმეა მუნააფიყებისთვის, მაგრამ რომ იცოდეთ, რა სიკეთეა მათში, მოხვიდოდით თუნდაც მუხლებზე ხოხვით. პირველი რიგი ანგელოზების რიგის მსგავსია, და რომ იცოდეთ მისი ღირსება, ყველანი მისკენ გაიწევდით. და ერთის ლოცვა მეორესთან ერთად უფრო უკეთესია, ვიდრე მისი მარტო ლოცვა, ხოლო მისი ლოცვა ორ კაცთან ერთად უფრო უკეთესია, ვიდრე ერთ კაცთან. და რაც მეტი იქნება, მით უფრო საყვარელია უზენაესი ალლაჰისთვის».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ან-ნასააიმ და აჰმადმა.