Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

103 of 841 cards

Clear filters

Narrator

Show all narrators (52)
«ისლამი დაფუძნებულ იქნა ხუთ საფუძველზე: დამოწმება იმისა, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მსახური და შუამავალია, ხუთჯერადი ლოცვა, ზაქათის გადახდა, ჰაჯობის შესრულება ქააბაში და მარხვა რამადანის თვეში».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«აღდგომის დღეს ყველაზე გრძელი კისრები ადამიანებს შორის მუეზინებს ექნებათ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭეშმარიტად, ადამიანს და შირქსა და ურწმუნოებას შორის გამყოფი ზღვარი არის ლოცვის მიტოვება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ო ალლაჰ, არ აქციო ჩემი საფლავი კერპად, ალლაჰმა დაწყევლა ის ხალხი, რომლებმაც თავიანთი შუამავლების საფლავები სალოცავებად აქციეს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აჰმადმა
ერთმა კაცმა ჰკითხა ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): რას იტყვი, თუ შევასრულებ სავალდებულო ლოცვებს, ვიმარხვებ რამადანში, გავაკეთებ იმას, რაც დასაშვებია, და ავკრძალავ იმას, რაც აკრძალულია, და ამას აღარაფერს დავამატებ, შევალ სამოთხეში? უპასუხა: «დიახ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი ადგილები მეჩეთებია, ხოლო ყველაზე უფრო საძულველი ადგილები – ბაზრები».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ერთხელ, ჩვენ ალლაჰის შუამავლთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად მეჩეთში ვიყავით, როცა მოვიდა არაბი ბედუინი და მეჩეთში შარდვა დაიწყო, შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საჰაბებმა თქვეს: "გაჩერდი, შეწყვიტე!" ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანა: «არ შეაწყვეტინოთ ხელი, დატოვეთ». მათ ის გააჩერეს, სანამ შარდვა დაასრულა. შემდეგ შუამავალმა ის თავისთან მოიხმო და უთხრა: «ამ მეჩეთებში ასეთი რამეები, როგორიცაა შარდვა და დაბინძურება, არ არის დასაშვები. ისინი მხოლოდ დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰის მოხსენიებისთვის, ლოცვის შესრულებისთვის და ყურანის წაკითხვისთვისაა», შემდეგ მან ერთ კაცს უბრძანა, რომ მოეტანა ვედროთი წყალი, და იმ ადგილას გადაასხა.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«მლოცველის წინ გამვლელმა რომ იცოდეს, რა მძიმე ცოდვას იტვირთავს, მისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ ორმოცი (დღე, თვე ან წელი) დალოდებოდა, ვიდრე მლოცველის წინ გაევლო» აბუ ნადრმა თქვა: არ ვიცი, ალლაჰის შუამავალმა თქვა ორმოცი დღე, თვე თუ წელი?
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული