Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

103 of 841 cards

Clear filters

Narrator

Show all narrators (52)
როცა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასრულებდა ფაჯრის (დილის) ლოცვას, რჩებოდა სალოცავ ადგილზე მანამ, სანამ მზე არ ამოდიოდა და არ განათდებოდა სრულად. ასევე გადმოცემულია: ის არ დგებოდა იმ ადგილიდან, სადაც ასრულებდა დილის ლოცვას, სანამ მზე არ ამოდიოდა. როცა მზე ამოდიოდა, მაშინ დგებოდა. ამ დროს საჰაბები ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, იხსენებდნენ ჯაჰილიის (ისლამამდელი დროის) საქმეებს, და იცინოდნენ, ხოლო მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ღიმილით უსმენდა მათ.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
იჩქარეთ ნაშუადღევის ლოცვის შესრულება, რადგან შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც მიატოვა ნაშუადღევის ლოცვა, მისი საქმეები ფუჭი იქნება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«რას ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც ლოცვის დროს თვალებს ზეცისკენ აღაპყრობენ?!» – თქვა მან მკაცრი ტონით, ხოლო შემდეგ დაამატა: «მათ უნდა შეწყვიტონ ეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უეჭველად დაკარგავენ ხედვას!»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
უმმუ სალამამ შუმავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ახსენა ეკლესია, რომელიც ნახა ჰაბაშას ტერიტორიაზე (ეთიოპია), რომელსაც სახელად მარიაჰ ეწოდებოდა, მან გაიხსენა ის სურათები (ხატები), რაც მასში დაინახა. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ეს ადამიანები არიან ისინი, რომლებიც, როცა მათი რიგებიდან მართალი მონა (ან: მართალი ადამიანი-წმინდანი) გარდაიცვლება, მის საფლავზე ტაძარს აშენებენ და მას მსგავსი გამოსახულებებით ამკობენ. ასეთი ადამიანები არიან ყველაზე უარესნი ალლაჰის წინაშე!».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«როდესაც გარდმოევლინა ალლაჰის სიტყვები: {როცა ალლაჰის შეწევნა და გამარჯვება იქნა მოსული} [ან-ნასრ: 1] ამის შემდეგ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველი ლოცვის დროს ამბობდა: «დიდებული ხარ შენ ჩვენო ღმერთო, ქება-დიდება შენ ჩემო ღმერთო, მომიტევე მე».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ერთ ღამეს, როცა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ იყო თავის საწოლზე, დავიწყე მისი ძებნა. ხელი შემთხვევით მივადე მისი ფეხის ტერფებს, და ის იყო სალოცავში, და მისი ფეხები ვერტიკალურად ჰქონდა. ის ამბობდა: «ღემრთო, შენი კმაყოფილების მფარველობას ვეძიებ შენი რისხვისგან, შენი მიტევების მფარველობას — შენი სასჯელისგან, და შენთან ვეძიებ თავშესაფარს შენგან. ვერასდროს შევძლებ შენს ქებას ისე, როგორც შენ თვითონ განადიდე შენი თავი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ფეხზე დამდგარმა ილოცე, თუ არ შეგიძლია დამჯდარმა ილოცე, თუ ისიც არ შეგიძლია გვერდზე დაწოლილმა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«მე ვილოცე ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად, და ის სალამის თქმისას მარჯვენა მხარეს ამბობდა: «ას-სალამუ ალეიქუმ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქათუჰ“, ხოლო მარცხენა მხარეს ამბობდა: „ას-სალამუ ალეიქუმ ვა რაჰმათულლაჰ».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა