Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

41 of 841 cards

Clear filters
«როდესაც რომელიმე თქვენგანი იძინებს, ეშმაკი თქვენგანის ერთ ერთის თავის კეფაში სამ კვანძს ადებს. ყოველ კვანძზე დაარტყამს და ამბობს: "ღამე გრძელი გაქვს, იძინე მშვიდად". მაგრამ თუ ადამიანი გაიღვიძებს და ალლაჰს გაიხსენებს, ერთი კვანძი იხსნება; თუ განბანვას განახორციელებს, მეორე კვანძიც იხსნება; და თუ ლოცვას შეასრულებს, მესამე კვანძიც იხსნება. ამგვარად, ის დილას ხალისიანი და კარგი განწყობით იწყებს, ხოლო თუ ასე არ მოიქცევა, ცუდ ხასიათზე და ზარმაცი ადგება».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«თუ რომელიმე თქვენგანმა მუცელში რაიმე იგრძნო და დაეჭვდა, გამოვიდა მისგან რაიმე თუ არა, ნუ დატოვებს მეჩეთს მანამ, სანამ ხმას არ გაიგონებს ან სუნს არ იგრძნობს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ალლაჰი არ მიიღებს რომელიმე თქვენგანის ლოცვას, თუ მას ლოცვის წინა განბანვა მოეშალა, სანამ არ შეასრულებს განბანვას (ვუდუს)».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ვკითხე: რატომ უნდა აანაზღაუროს მენსტრუაციულმა ქალმა რამადნის მარხვა, ხოლო ლოცვა არა? მან მიპასუხა: ჰარურიეთაგანი (ხავარიჯი) ხარ? ვუთხარი: არა, ჰარურიელი არ ვარ, უბრალოდ მაინტერესებს. მაშინ აიშამ ა(ლლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) თქვა: ჩვენც გვემართებოდა ეს (მენსტრუაცია), და ჩვენ გვიბრძანებდნენ, რომ მარხვა აგვენაზღაურებინა, მაგრამ ლოცვის აღდგენა არ გვიბრძანებია».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ფიტრა (ბუნებრიობა) მოიცავს ხუთ რამეს: წინდაცვეთა, ბოქვენის გაპარსვა, ულვაშების დამოკლება, ფრჩხილების დაჭრა და იღლიებიდან თმების მოგლეჯა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«როცა თქვენ მიდიხართ საპირფარეშოში, არ მოტრიალდეთ ყიბლას (მექქას მიმართულებით) წინ და არც ზურგით, არამედ მოტრიალდით აღმოსავლეთით ან დასავლეთით». აბუ აიუბმა თქვა: "შამში ჩასვლისას ვიპოვეთ საპირფარეშოები, რომლებიც ყიბლას მიმართულებით იყო აშენებული, ამიტომ ჩვენ ცოტას ვიბრუნებდით მიმართულებას და ვთხოვდით უზენაეს ალლაჰს პატიებას".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«თქვენგან არავინ არ დაიჭიროს მარჯვენა ხელით თავის სასქესო ორგანო შარდვისას, არ გამოიყენოს მარჯვენა ხელი დასაბანად საპირფარეშოში და არ დაუბეროს ჭურჭელში».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ის მივიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მცირეწლოვანი ბავშვით, რომელიც ჯერ კიდევ საჭმელს არ ჭამდა, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ეს ბავშვი თავისთან კალთაში დასვა, ბავშვმა მის ტანსაცმელზე მოშარდა, შუამავალმა წყალი მოატანინა და ტანსაცმელს გადაასხა, არ გაურეცხავს ის.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული