Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

9 of 841 cards

Clear filters
ერთ დღეს ჩვენ ერთად ყოფნისას წამოდგა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ისეთი რჩევა-დარიგება მოგვცა, რომ გულები ათრთოლდა და თვალებს ცრემლი მოგვადგა, მას უთხრეს: ო ალლაჰის შუამავალო, შენ მოგვეცი ისეთი რჩევა-დარიგება თითქოს გვემშვიდობებოდე, მაშ, დაგვიტოვე ანდერძად რაიმე. მან თქვა: «გეშინოდეთ ალლაჰის, მოისმინეთ და დამორჩილდით, თუნდაც ეთიოპელი მონა იყოს თქვენი მმართველი, ნამდვილად, ის, ვინც თქვენგან დიდხანს იცოცხლებს, ბევრ განხეთქილებას იხილავს, ამიტომ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა. არ გადაუხვიოთ მას და სრულიად თავი აარიდეთ სიახლეებს(ბიდ'ა), რადგან ყოველგვარი სიახლე არის გზააბნეულობა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«მე აუცილებლად გადავცემ ამ დროშას ადამიანს, რომელსაც უყვარს ალლაჰი და მისი მოციქული, და რომლის მეშვეობითაც ალლაჰი მოგვცემს გამარჯვებას!» უმარ იბნ ალ-ხატტაბმა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) თქვა: „თუ იმ დღეს არ ჩავთვლით, არასოდეს მდომებია მეთაურობა, მაგრამ მაშინ წინ მივდექი იმ იმედით, რომ დროშას მე მომიძღვნიდნენ. მაგრამ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) გამოიძახა 'ალი იბნ აბუ ტალიბი (ალლაჰის იყოს კმაყოფილი მისით), გადასცა მას დროშა და უთხრა: «წადი და არავის მიაქციო ყურადღება, სანამ ალლაჰი არ მოგცემს გამარჯვებას!» 'ალი მცირე მანძილით გაიარა, შემდეგ შეჩერდა და, არ შეტრიალებულა ისე ხმამაღლა შესძახა: "ო, ალლაჰის მოციქულო, რისთვის უნდა ვიბრძოლო ამ ხალხთან?" მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) უპასუხა: «ებრძოლე მათ მანამ, სანამ არ დაადასტურებენ, რომ არ არსებობს ჭეშმარიტი ღმერთი, გარდა ალლაჰისა, და რომ მუჰამმადი მისი მოციქულია. ხოლო თუ ისინი ამას გააკეთებენ, თავიანთ სიცოცხლეს და ქონებას დაიცავენ შენგან, გარდა უფლებისა, ხოლო მათზე ანგარიშს ალლაჰი გასწევს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«გირჩევთ ალლაჰის შიშს, სმენას და მორჩილებას (მმართველზე), თუნდაც თქვენზე მმართველად მონა იყოს დადგენილი, ვინც კი თქვენგან ჩემს შემდეგ იცოცხლებს, ნახავს მრავალ განსხვავებას. ამიტომ მტკიცედ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა, მაგრად ჩაებღაუჭეთ მას კბილებით! და ერიდეთ ახალ გამოგონილ საქმეებს, ჭეშმარიტად, ყოველი სიახლე [რელიგიაში] გზააბნეულობაა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა და ალ-თირმიზიმ
«ის მოვიდა შავ ქვასთან (ალ-ჰაჯარ ალ-ასვადთან) აკოცა მას და შემდეგ თქვა: მეც ვიცი, რომ შენ მხოლოდ ქვა ხარ, არც სარგებელი მოგაქვს და არც ზიანი, მაგრამ რადგან ვნახე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გკოცნიდა, ამიტომ მეც გკოცნი».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«მე გავიგონე, რომ მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიკვდილამდე ხუთი დღით ადრე ამბობდა: «ჭეშმარიტად, მე უარს ვამბობ ალლაჰის წინაშე, რომ ავიყვანო რომელიმე თქვენგან ხალილად (სულიერი მეგობარი, დაახლოებული, საყვარელი მეგობარი). უზენაესმა ალლაჰმა ამირჩია მის ხალილად (მეგობრად) ისევე, როგორც იბრაჰიმი აირჩია ხალილად (მეგობრად). და რომ შემეძლოს ჩემი უმმათიდან ხალილის არჩევა, ავირჩევდი აბუ ბაქრს. იცოდეთ, რომ თქვენამდე მყოფი ხალხი თავიანთი წინასწარმეტყველებისა და წმინდა ადამიანების საფლავებს მეჩეთებად აქცევდნენ. ამიტომ არ გადააქციოთ საფლავები მეჩეთებად, მე გიკრძალავთ ამას».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ანსარების შესახებ თქვა: «მხოლოდ მორწმუნეს უყვარს ისინი და მხოლოდ თვალთმაქცებს სძულს ისინი. ვინც მათ შეიყვარებს, მას ალლაჰი შეიყვარებს, ხოლო ვინც მათ შეიძულებს, მას ალლაჰი შეიძულებს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ერთხელ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვერ ნახა სააბით იბნ ყაისი და შეამჩნია მისი არყოფნა. ერთმა ადამიანმა თქვა: "ო, ალლაჰის შუამავალო, მე გავიგებ მის მდგომარეობას". ის წავიდა სააბითის მოსაძებნად და ნახა, რომ ის სახლში იჯდა თავჩაღუნული. ჰკითხა მას: "რ დაგემართა?" სააბითმა უპასუხა: "ცუდი რამ დამემართა. მე ხშირად ვამაღლებდი ჩემს ხმას შუამავალის ხმაზე და ამის გამო ჩემი ქმედებები ფუჭია და მე ჯოჯოხეთის მკვიდრი ვარ." ეს ადამიანი დაბრუნდა და მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას ) აუწყა სააბითის სიტყვები. ეს პიროვნება ისევ დავრუნდა სააბითთან და უმახარობლა მოციქულისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სასიხარულო გზავნილი და უთხრა: «წადი მასთან და უთხარი: შენ არ ხარ ჯოჯოხეთის ბინადარი, არამედ სამოთხის ბინადარი ხარ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«თქვენ შორის საუკეთესო ჩემი თაობაა, შემდეგ ისინი, ვინც მათ მოჰყვება, შემდეგ კი ისინი, ვინც მათ მოჰყვება» 'იმრანმა თქვა: "არ ვიცი, ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორი თაობა ახსენა მათ შემდეგ თუ სამი, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასევე თქვა:« თქვენს შემდეგ მოვლენ ხალხი, რომლებიც ივიწყებენ ნდობას და ღალატობენ, ტყუილს იმოწმებენ და არ არიან სანდონი, აღთქმებს დებენ, მაგრამ არ ასრულებენ, და მათში სიგამხდრის ნაცვლად სიმსუქნე გაჩნდება».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული