Skip to content

ვინც არ შეიწყალებს ხალხს, მას არ შეიწყალებს დიდებული და ყოვლისშემძლე ალლაჰი

გადმოცემულია ჯარირ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: შუამავალმა(ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) თქვა:

«ვინც არ შეიწყალებს ხალხს, მას არ შეიწყალებს დიდებული და ყოვლისშემძლე ალლაჰი».

«مَنْ لَا يَرْحَمِ النَّاسَ لَا يَرْحَمْهُ اللهُ عَزَّ وَجَلَّ».

შეთანხმებული
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ ვინც არ გამოავლენს გულმოწყალებას ადამიანების მიმართ, ის ვერ მიიღებს მოწყალებას ყოვლისშემძლე და დიადი ალლაჰისგან. მორწმუნის მხრიდან ღმერთის ქმნილებების მიმართ გულმოწყალების გამოვლენა არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც უზენაესი ალლაჰი მას მოწყალებით დააჯილდოებს.

ჰადისის სარგებლობიდან

გულმოწყალების გამოხატვა აუცილებელია ყველა ქმნილების მიმართ, თუმცა ადამიანები განსაკუთრებით გამოირჩევიან, რადგან მათ მიმართ განსაკუთრებული ზრუნვა არის აუცილებელი.

ალლაჰი მოწყალეა და ის შეიწყალებს თავის შემწყნარებელ მონებს. საზღაური საქმეების შესაბამისია.

გულმოწყალება ადამიანების მიმართ მოიცავს მათთვის სიკეთის მოტანას, ბოროტებისაგან დაცვას და მათთან ულამაზესი ქცევით მოპყრობას.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (8/ 10) (6013).

საჰიჰ მუსლიმ (4/ 1809) (2319).

მეტი... (5)

شرح رياض الصالحين.

لابن عثيمين (2/ 553).

نزهة المتقين شرح رياض الصالحين (1/ 247).

بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.

لسليم الهلالي (1/ 319).