როდესაც რომელიმე თქვენგანი მეჩეთში შევა, მიესალმოს შუამავალს და თქვას: "ალლაჰუმმა ფთაჰლიი აბვააბა რაჰმათიქ / ო ალლაჰ, გამიღე შენი წყალობის კარები
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«როდესაც რომელიმე თქვენგანი მეჩეთში შევა, მიესალმოს შუამავალს და თქვას: "ალლაჰუმმა ფთაჰლიი აბვააბა რაჰმათიქ / ო ალლაჰ, გამიღე შენი წყალობის კარები, ხოლო როცა მეჩეთიდან გამოვა, მიესალმოს შუამავალს და თქვას: ალლაჰუმმა ი'სიმნიი მინა შშაიტანი რრაჯიმ /ო ალლაჰ დამიფარე ჩაქოლილი ეშმაკისაგან", ალ-ჰაქიმის გადმოცემაში კი: «როცა გამოვა მიესალმოს შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და თქვას: ალლაჰუმმა აჯირნი მინნა შშაიტანი რრაჯიმ/ ო ალლაჰ შორს მამყოფე ჩაქოლილი ეშმაკისაგან».
«إِذَا دَخَلَ أَحَدُكُمْ المَسْجِدَ فَلْيُسَلِّمْ عَلَى النَّبِيِّ وَلْيَقُلْ: اللَّهُمَّ افْتَحْ لِي أَبْوَابَ رَحْمَتِكَ، وَإِذَا خَرَجَ فَلْيُسَلِّمْ عَلَى النَّبِيِّ وَلْيَقُلْ: اللَّهُمَّ اعْصِمْنِي مِنْ الشَّيْطَانِ الرَّجِيمِ»، وَلِلْحَاكِمِ: «وَإِذَا خَرَجَ فَلْيُسَلِّمْ عَلَى النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ وَلْيَقُلْ: اللَّهُمَّ أَجِرْنِي مِنَ الشَّيْطَانِ الرَّجِيمِ».
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვასწავლა, რომ თუ ვინმეს სურს შევიდეს მეჩეთში უნდა მიესალმოს შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებით: ალლაჰუმა სალლი ვა სალლიმ 'ალა მუჰამმად/ ო, ალლაჰ, დალოცე და მიესალმე მუჰამმედს, შემდეგ იტყვის: ალლაჰუმმა ფთაჰ ლიი აბვააბა რაჰმათიქ / ო, ალლაჰ, გამიღე შენი წყალობის კარები. ხოლო როცა მეჩეთიდან გამოვა, მიესალმოს შუამავლს და თქვას: (ალლაჰუმმა ი'სიმნიი მინა შშაიტანი რრაჯიმ /ო, ალლაჰ, დამიფარე ჩაქოლილი ეშმაკისაგან), ალ-ჰააქიმის გადმოცემაში კი: (ალლაჰუმმა აჯირნი მინა შშაიტანი რრაჯიმ/ ო, ალლაჰ, დამიცავი ჩაქოლილი ეშმაკისაგან).
მეჩეთში შესვლისა და გამოსვლის დროს აღნიშნული ვედრების წარმოთქმა სასურველია.
ეს ვედრება ზოგადია ყველა მეჩეთისთვის, მესჯიდი ჰარამშიც კი.
მოწყალების ხსენება მეჩეთში შესვლისას და ეშმაკისგან დაცვის ხსენება გამოსვლისას დაკავშირებულია იმასთან, რომ მეჩეთში შესვლისას ადამიანი იწყებს ქმედებებს, რომლებიც მას ალლაჰსა და მისი სამოთხისკენ აახლოებს, ამიტომ ამ დროს მოწყალების ხსენება შესაფერისია. ხოლო მეჩეთიდან გამოსვლისას, როდესაც ადამიანი გაეშურება ქვეყანაზე და რაც მასშია ქმედებები და ადამიანის ყურადღების გამფანტავი რამეები, ამ შემთხვევაში ალლაჰზე დაცვის და დაფარვის თხოვნა ეშმაკისგან უფრო შესაბამისია.
სუნან იბნ მააჯაჰ (1/ 494) (773).
მეტი... (4)
المستدرك على الصحيحين للحاكم (1/ 325).
شرح أبي داود للعيني (2/ 374).
شرح سنن أبي داود للعباد (66/ 3).
مرشد ذوي الحجا والحاجة إلى سنن ابن ماجه والقول المكتفى على سنن المصطفى (5/ 297).
Cited in books
7 Books- მუსლიმის სიმაგრე - ვედრებები წიგნიდან და სუნიდანحصن المسلم«ალლაჰუმმა ფთაჰლიი აბვააბა რაჰმათიქ».[41] / ო ალლაჰ, გამიღე შენი წყალობის კარები.
- მუსლიმის სიმაგრე - ვედრებები წიგნიდან და სუნიდანحصن المسلمალლაჰუმმა იფთაჰ ლი აბვააბა რაჰმათიქ
- მუსლიმის სიმაგრე - ვედრებები წიგნიდან და სუნიდანحصن المسلمალლაჰუმმა 'ასიმნიი მინა შშაიტანი რრაჯიიმ»[43]. (ღმერთო, დამიფარე ქვით ჩაქოლილი ეშმაკისგან).[43].
- მუსლიმის სიმაგრე - ვედრებები წიგნიდან და სუნიდანحصن المسلمალლაჰუმმა 'ასიმნიი მინაშ შაიტანირ რაჯიმ
მეტი... (3)
- الذكر والدعاء والعلاج بالرقي من الكتاب والسنة"إذا دخل أحدكم المسجد فليسلم على النبي - صلى الله عليه وسلم - وليقل: اللهم افتح لي أبواب رحمتك، وإذا خرج فليسلم على النبي - صلى الله عليه وسلم - وليقل اللهم اعصمني من الشيطان الرجيم" .
- تحفة الأخيار تحفة الأخيار (ببيان جملة نافعة مما ورد في الكتاب والسنة من الأدعية والأذكار)«إِذَا دَخَلَ أَحَدُكُمُ الْمَسْجِدَ، فَلْيُسَلِّمْ عَلَى النَّبِيِّ ﷺ، وَلْيَقُلْ: اللَّهُمَّ افْتَحْ لِي أَبْوَابَ رَحْمَتِكَ، وَإِذَا خَرَجَ، فَلْيُسَلِّمْ عَلَى النَّبِيِّ ﷺ، وَلْيَقُلْ: اللَّهُمَّ اعْصِمْنِي مِنَ الشَّيْطَانِ الرَّجِيم
- رسالة في الأذكار1«إِذَا دَخَلَ أَحَدُكُمُ المَسْجِدَ فَلْيُسَلِّمْ عَلَى النَّبِيِّ صلى الله عليه وسلم ثُمَّ لْيَقُلْ...». وذَكَرَه.