Skip to content

ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლაკონური და ყოვლისმომცველი ვედრება უყვარდა, სხვა ნაირ ვედრებას კი ერიდებოდა

აიშასგან გადმოცემულია (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ თქვა:

«ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლაკონური და ყოვლისმომცველი ვედრება უყვარდა, სხვა ნაირ ვედრებას კი ერიდებოდა ».

كَانَ رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَسْتَحِبُّ الْجَوَامِعَ مِنَ الدُّعَاءِ، وَيَدَعُ مَا سِوَى ذَلِكَ.

გადმოსცა აბუ დაუდმა და აჰმადმა
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამჯობინებდა მოკლე, მაგრამ შინაარსით ღრმა ვედრებას, რომელიც მოიცავდა ამქვეყნიურ და საიქიო სიკეთეს, უზენაესი ალლაჰის შექებას და კეთილ მიზნებს, და არ მიმართავდა სხვაგვარ ლოცვებს.

ჰადისის სარგებლობიდან

კარგი მნიშვნელობის მატარებელი მარტივი და ყოვლისმომცველი ვედრება არის რეკომენდებული და მოსაწონი. მოუწინარია ზედმეტი გადაჭარბება და სირთულეებში გადასვლა თხოვნის დროს, რადგან ეს არის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სწავლების საწინააღმდეგო.

ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამოირჩეოდა მოკლე და ლაკონური (ყოვლისმომცველი) სიტყვებით.

მოწოდება იმ ვედრების გამოყენებისკენ, რომლებიც მოციქულისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არის გადმოცემული. მაშინაც კი, თუ ისინი მოცულობით შედარებით დიდია, ისინი მაინც მოკლე, მაგრამ შინაარსით ღრმა და ყოვლისმომცველია.

წყაროები

სუნან აბი დაუდ (2/ 605) (1482).

მუსნად აჰმად (42/ 76) (25151).

მეტი... (8)

بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.

لسليم الهلالي (2/ 542).

نزهة المتقين شرح رياض الصالحين.

لمجموعة من الباحثين (2/ 1003).

شرح رياض الصالحين.

لابن عثيمين (6/ 15).

كنوز رياض الصالحين.

لمجموعة من الباحثين (17/ 349).