ვინც იტყვის ათჯერ
აბუ აიუბი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ვინც იტყვის ათჯერ: "არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი, მას ეკუთვნის მეუფება და დიდება და ის ყოვლისშემძლეა / ლაა ილააჰა ილლაა ლლაჰ, ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ, ლაჰულ მულქუ ვა ლაჰულ ჰამდუ, ვა ჰუვა 'ალაა ქულლი შაი'ინ ყადიირ", - იქნება მსგავსი იმისა, ვინც ოთხი მონა გაათავისუფლა ისმაილის მოდგმიდან».
«مَنْ قَالَ: لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ وَحْدَهُ لَا شَرِيكَ لَهُ، لَهُ الْمُلْكُ وَلَهُ الْحَمْدُ وَهُوَ عَلَى كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ، عَشْرَ مِرَارٍ كَانَ كَمَنْ أَعْتَقَ أَرْبَعَةَ أَنْفُسٍ مِنْ وَلَدِ إِسْمَاعِيلَ».
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ ვინც იტყვის: "არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი, მას ეკუთვნის მეუფება და დიდება და ის ყოვლისშემძლეა", რომლის მნიშვნელობაც არის: არ არსებობს ჭეშმარიტი სათაყვანებელი, გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, რომელსაც არ ჰყავს თანამოზიარე, ის არის დიდებული მხოლოდ მას ეკუთვნის სრული მეუფება, ის იმსახურებს ქებას და დიდებას სიყვარულთან და განდიდებასთან ერთად და სხვა არავინ მის გარდა, ის არის ყოვლისშემძლე, და არ არსებობს რაიმე, რისი ძალაც მას არ შესწევდეს. ვინც გაიმეორებს ამ ძვირფას ზიქრს დღის განმავლობაში ათჯერ, მას დაეწერება მადლი მსგავსი იმისა, ვინც იხსნა ტყვეობიდან ოთხი მონა იბრაჰიმის ძის ისმაილის შთამომავლებიდან (ლოცვა და მშვიდობა მათ). მან გამოარჩია ისმაილის შთამომავლები იმიტომ, რომ ისინი სხვებზე მეტად დაფასებულნი არიან.
ამ სიტყვების ხსენების ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ადასტურებენ ყოვლისშემძლე ალლაჰის ერთობას მის ღვთაებრიობაში, მბრძანებლობაში, შეიცავენ მის დიდებასა და აბსოლუტურ ყოვლისშემძლეობას.
ამ ზიქრისთვის ჯილდოს მიიღებს ის, ვინც მას ან თანმიმდევრულად ან ცალკე წარმოთქვამს.
საჰიჰ ალ-ბუხარი (8/ 86) (6404).
საჰიჰ მუსლიმ (4/ 2071) (2693).
მეტი... (8)
توضيح الأحكام من بلوغ المرام.
للبسام (7/ 533).
منحة العلام في شرح بلوغ المرام.
لعبد الله الفوزان (10/ 399).
فتح ذي الجلال والإكرام.
لابن عثيمين (6/ 465).
سبل السلام بشرح بلوغ المرام.
للصنعاني (2/ 703).
Cited in books
4 Booksმეტი... (3)
- الذكر والدعاء والعلاج بالرقي من الكتاب والسنة"من قال لا إله إلا الله وحده لا شريك له، له الملك، وله الحمد، وهو على كل شيء قدير عشر مرار. كان كمن أعتق أربعة أنفس من ولد إسماعيل".
- تحفة الأخيار تحفة الأخيار (ببيان جملة نافعة مما ورد في الكتاب والسنة من الأدعية والأذكار)«مَنْ قَالَ: لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ وَحْدَهُ لَا شَرِيكَ لَهُ، لَهُ الْمُلْكُ وَلَهُ الْحَمْدُ وَهُوَ عَلَى كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ، عَشْرَ مِرَارٍ كَانَ كَمَنْ أَعْتَقَ أَرْبَعَةَ أَنْفُسٍ مِنْ وَلَدِ إِسْمَاعِيلَ» [14]
- شرح الأصول الثلاثة«مَنْ قَالَ: لَا إِلَهَ إلَّا اللَّهُ خَالِصًا مِنْ قَلْبِهِ»