როდესაც ადამიანი შედის თავის სახლში და მოიხსენიებს ალლაჰს შესვლისას და საჭმლის დროს, შაიტანი თავის მიმდევრებს ეუბნება: "აქ თქვენთვის არც თავშესაფარი იქნება და არც ვახშამი!
გადმოცემულია ჯააბირ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მათით), რომ მან გაიგონა, რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«როდესაც ადამიანი შედის თავის სახლში და მოიხსენიებს ალლაჰს შესვლისას და საჭმლის დროს, შაიტანი თავის მიმდევრებს ეუბნება: "აქ თქვენთვის არც თავშესაფარი იქნება და არც ვახშამი!" მაგრამ თუ ადამიანი შედის სახლში და შესვლისას არ მოიხსენიებს ალლაჰს, შაიტანი ამბობს: "თქვენ მიიღეთ თავშესაფარი". ხოლო თუ ის არც საჭმლის დროს მოიხსენიებს ალლაჰს უზენაესს, შაიტანი ამბობენ: "თქვენ მიიღეთ როგორც თავშესაფარი, ასევე ვახშამი"».
«إِذَا دَخَلَ الرَّجُلُ بَيْتَهُ، فَذَكَرَ اللهَ عِنْدَ دُخُولِهِ وَعِنْدَ طَعَامِهِ، قَالَ الشَّيْطَانُ: لَا مَبِيتَ لَكُمْ، وَلَا عَشَاءَ، وَإِذَا دَخَلَ، فَلَمْ يَذْكُرِ اللهَ عِنْدَ دُخُولِهِ، قَالَ الشَّيْطَانُ: أَدْرَكْتُمُ الْمَبِيتَ، وَإِذَا لَمْ يَذْكُرِ اللهَ عِنْدَ طَعَامِهِ، قَالَ: أَدْرَكْتُمُ الْمَبِيتَ وَالْعَشَاءَ».
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანა ალლაჰის სახელის ხსენება სახლში შესვლის დროს და ჭამის დაწყების წინ, ვინც ახსენებს ალლაჰს სიტყვებით: (ბისმილლაჰ) "ალლაჰის სახელით" სახლში შესვლის დროს და ჭამის დაწყების წინ, ეშმაკი ეტყვის თავის მეგობრებს: არ გაქვთ ამ სახლიდან და ამ ვახშამიდან არანაირი წილი, რადგან სახლის პატრონმა დაიცვა ის თქვენგან უზენაესი ალლაჰის სახელის ხსენებით. მაგრამ კაცი თუ შევა სახლში და არ ახსენებს ალლაჰის სახელს არც შესვლისას და არც ჭამის დაწყების წინ, ეშმაკი ეტყვის თავის მეგობრებს, რომ თქვენ იპოვეთ ღამის გასათევიც და ვახშამიც ამ სახლში.
...:
სასურველია ალლაჰის მოხსენიება სახლში შესვლისას და საჭმლის მიღების დროს, რადგან შაიტანი ღამეს ატარებს იმ სახლებში და ჭამს მათი მაცხოვრებლების საკვებს, თუ ისინი არ ახსენებენ უზენაესი ალლაჰის სახელს.
ეშმაკი უთვალთვალებს ყველა ადამიანს თავის საქმეებში, ქმედებებში და ყველა მდგომარეობაში. და როცა მას დაავიწყდება ალლაჰის ხსენება ეშმაკი მისგან აიღებს იმას, რაც მას სურს.
ზიქრი (ალლაჰის ხსენება) ეშმაკს განდევნის.
ყველა ეშმაკს ჰყავს თავისი მიმდევრები და მეგობრები, უხარიათ მისი სიტყვების მოსმენა და მიჰყვებიან მის ბრძანებებს.
საჰიჰ მუსლიმ (3/ 1598) (2018).
მეტი... (8)
بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.
لسليم الهلالي (2/ 50).
تطريز رياض الصالحين.
لفيصل المبارك (ص467).
شرح رياض الصالحين.
لابن عثيمين (4/ 190).
نزهة المتقين شرح رياض الصالحين.
لمجموعة من الباحثين (1/ 700).
Cited in books
3 Booksმეტი... (3)
- تحفة الأخيار تحفة الأخيار (ببيان جملة نافعة مما ورد في الكتاب والسنة من الأدعية والأذكار)«إِذَا دَخَلَ الرَّجُلُ بَيْتَهُ، فَذَكَرَ اللهَ عِنْدَ دُخُولِهِ وَعِنْدَ طَعَامِهِ، قَالَ الشَّيْطَانُ: لَا مَبِيتَ لَكُمْ، وَلَا عَشَاءَ، وَإِذَا دَخَلَ، فَلَمْ يَذْكُرِ اللهَ عِنْدَ دُخُولِهِ، قَالَ الشَّيْطَانُ: أَدْرَكْتُمُ الْمَبِيتَ
- رياض الصالحينرياض الصالحين مع فوائد وهدايات - 4«إذا دخل الرَّجُلُ بَيْتَهُ، فَذَكَرَ اللهَ عِنْدَ دُخُولِهِ وعِنْدَ طَعامِهِ، قال الشَّيْطَانُ لأصْحَابِهِ: لا مَبِيتَ لَكُم ولا عَشَاءَ، وإذَا دَخَلَ، فَلَمْ يَذْكُرِ اللهَ تعالىٰ عِنْدَ دُخُولِهِ، قال الشَّيْطَانُ: أَدْرَكْتُمُ المَبِيتَ
- مجموعة زاد التربية الإسلامية (3)، والسيرة النبوية (3)التربية الإٍسلامية -3- «إِذَا دَخَلَ الرَّجُلُ بَيْتَهُ، فَذَكَرَ الله عِنْدَ دُخُولِهِ وَعِنْدَ طَعَامِهِ، قَالَ الشَّيْطَانُ: لَا مَبِيتَ لَكُمْ، وَلَا عَشَاءَ، وَإِذَا دَخَلَ، فَلَمْ يَذْكُرِ الله عِنْدَ دُخُولِهِ، قَالَ الشَّيْطَانُ: أَدْرَكْتُمُ الْمَبِيتَ،