Skip to content

ვისთვისაც ალლაჰს უნდა სიკეთე, გამოცდის მას

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«ვისთვისაც ალლაჰს უნდა სიკეთე, გამოცდის მას».

«مَنْ يُرِدِ اللهُ بِهِ خَيْرًا يُصِبْ مِنْهُ».

გადმოსცა ალ-ბუხარიმ
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ თუ ალლაჰს სურს სიკეთე მისი რომელიმე მორწმუნე მონისთვის, ის აყენებს მას განსაცდელში საკუთარი თავის, ქონების ან ოჯახის მიმართ. ამ განსაცდელთა შედეგად მორწმუნე ალლაჰს მიმართავს მორჩილებითა და ვედრებით, რომლის შემდეგაც ხდება მისი ცუდი საქმეების გამოსყიდვა და ხარისხებით ამაღლება.

სიტყვების მნიშვნელობა

...:

ჰადისის სარგებლობიდან

მუსლიმი მრავალი სახის განსაცდელს შეხვდება.

ტანჯვა ალლაჰის სიყვარულის ნიშანი შეიძლება იყოს მისი მონის მიმართ, რათა ალლაჰმა ის ხარისხით აამაღლოს, მისი რანგი გაამაღლოს და მისთვის ცოდვები გამოისყიდოს.

მოწოდება შფოთვის თავიდან აცილებისა და მოთმინების გამოჩენისკენ უბედურების წინაშე.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (7/ 115) (5645).

მეტი... (12)

كنوز رياض الصالحين.

لمجموعة من الباحثين (1/ 509).

بهجة الناظرين.

لسليم الهلالي (1/ 98).

تطريز رياض الصالحين.

لفيصل آل مبارك (ص45).

نزهة المتقين.

مجموعة من المشايخ (1/ 71).

شرح رياض الصالحين.

لابن عثيمين (1/ 244).

مرقاة المفاتيح شرح مشكاة المصابيح.

لعلي القاري (3/ 1127).