, რადგან მას არასოდეს უთქვას: 'ო ღმერთო, მაპატიე ჩემი ცოდვისთვის განკითხვის დღეს
აიშასგან გადმოცემულია (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:
მე ვუთხარი: "ო ალლაჰის შუამავალო, იბნ ჯუდ'ანი ჯაჰილიის დროს (ისლამამდელ პერიოდში) ინარჩუნებდა ნათესაურ კავშირებს და აჭმევდა ღარიბებს. ეს მისთვის სიკეთის მომტანია?" უთხრა: "ეს არ მოუტანს სარგებელს, რადგან მას არასოდეს უთქვას: 'ო ღმერთო, მაპატიე ჩემი ცოდვისთვის განკითხვის დღეს".
قُلْتُ: يَا رَسُولَ اللهِ، ابْنُ جُدْعَانَ كَانَ فِي الْجَاهِلِيَّةِ يَصِلُ الرَّحِمَ، وَيُطْعِمُ الْمِسْكِينَ، فَهَلْ ذَاكَ نَافِعُهُ؟ قَالَ: «لَا يَنْفَعُهُ، إِنَّهُ لَمْ يَقُلْ يَوْمًا: رَبِّ اغْفِرْ لِي خَطِيئَتِي يَوْمَ الدِّينِ».
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვიამბოა ბდულლაჰ იბნ ჯუდ'ანზე, რომელიც იყო ყურაიშის ტომის ერთ-ერთი წინამძღოლი ისლამამდელ პერიოდში, მისი კარგი საქმეები მოიცავდა ნათესავების მხარდაჭერას, მათთან კეთილ მოპყრობას, ღარიბების გამოკვებას და სხვა სიკეთეებს, რასაც ისლამი წაახალისებს. თუმცა თქვა, რომ ეს საქმეები მას საიქიოში არ დაეხმარება, რადგან მისი მიზეზი იყო ალლაჰის ურწმუნოება და რომ მას არასოდეს უთქვამს: "ო ღმერთო, მომიტევე ჩემი ცოდვისთის განკითხვის დღეს".
რწმენის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ ის არის პირობა საქმეების მიღებისთვის.
ურწმუნოების უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ის ანადგურებს ყველა კეთილ საქმეს.
ურწმუნოებს არ არგებთ მათი საქმეები საიქიოში, რადგან არ აქვთ რწმენა ალლაჰისა და ბოლო დღის.
ადამიანის საქმეები, რომლებიც მან ურწმუნოების მდგომარეობაში გააკეთა, იწერება თუ ის მიიღებს ისლამს, და ის მიიღებს მათით საზღაურს და ჯილდოს.
საჰიჰ მუსლიმ (1/ 196) (214).
მეტი... (6)
شرح النووي على مسلم (3/87).
المفهم لما أشكل من تلخيص كتاب مسلم (1/ 459).
إرشاد الساري لشرح صحيح البخاري (4/ 170).
التنوير شرح الجامع الصغير (2/364).
فتح المنعم (2/54).
البحر المحيط الثجاج في شرح صحيح الإمام مسلم بن الحجاج (3/ 455).