Skip to content

ვინც საკვების მიღების შემდეგ იტყვის: "ყოველი დიდება ალლაჰს, რომელმაც მაჭამა ეს საკვები და მანვე მაჩუქა იგი, მიუხედავად იმისა, რომ მე არ მქონდა ამის არც უნარი და არც ძალა (ალჰამდულილლაჰი ლაზიი ატ'ამანაა ჰაზაა ვა რაზაყანიიჰი მინ ღაირი ჰავლი მინნიი ვა ლაა ყუვვათინ), მას ეპატიება მის წარსული ცოდვები

გადმოცემს საჰლ იბნ მუაზ იბნ ანასისგან, რომელიც თავისი მამისგან გადმოსცემს, ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«ვინც საკვების მიღების შემდეგ იტყვის: "ყოველი დიდება ალლაჰს, რომელმაც მაჭამა ეს საკვები და მანვე მაჩუქა იგი, მიუხედავად იმისა, რომ მე არ მქონდა ამის არც უნარი და არც ძალა (ალჰამდულილლაჰი ლაზიი ატ'ამანაა ჰაზაა ვა რაზაყანიიჰი მინ ღაირი ჰავლი მინნიი ვა ლაა ყუვვათინ), მას ეპატიება მის წარსული ცოდვები».

«مَنْ أَكَلَ طَعَامًا فَقَالَ: الحَمْدُ لِلَّهِ الَّذِي أَطْعَمَنِي هَذَا وَرَزَقَنِيهِ مِنْ غَيْرِ حَوْلٍ مِنِّي وَلاَ قُوَّةٍ، غُفِرَ لَهُ مَا تَقَدَّمَ مِنْ ذَنْبِهِ».

გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
კარგი (ჰასან)
განმარტება

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) მოუწოდებს იმას, ვინც საკვებს მიირთმევს, რომ მადლობა შესწიროს ალლაჰს. ადამიანს არ აქვს უნარი თვითონ მოიპოვოს საკვები ან მიირთვას იგი, უზენაესი ალლაჰის დახმარებისა და წყალობის გარეშე, შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) აცნობა სასიხარულო ამბავი, რომ ვინც ამ სიტყვებს წარმოთქვამს, იმსახურებს იმას, რომ ალლაჰმა აპატიოს მისი მცირე ცოდვები.

ჰადისის სარგებლობიდან

უზენაეს ალლაჰზე მადლობის გამოხატვის წახალისება საკვების დასრულების შემდეგ.

უზენაესი ალლაჰის უზარმაზარი სიკეთის გამოხატულება თავის მორჩილებზე, რადგან მან მათ მისცა სარჩო, გაუმარტივა სარჩოს მიღების მიზეზები და ამაში ცოდვების მიტევებაც დაუდგინა.

მსახურების ყველა საქმე დიდებული და ძლევამოსილის წყალობით ხდება და არა მათი ძალითა თუ შესაძლებლობებით. თუმცა, კაცს ევალება მიზეზების მოპოვება და მათზე მოქმედება.

წყაროები

სუნან ალ-თირმიზი (5/ 452) (3458).

სუნან აბი დაუდ (6/ 138) (4023).

სუნან იბნ მააჯაჰ (4/ 417) (3285).

მუსნად აჰმად (24/ 394) (15632).

მეტი... (6)

نزهة المتقين شرح رياض الصالحين.

مجموعة من الباحثين (1/ 602).

بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.

للهلالي (2/ 54).

تاج العروس من جواهر القاموس.

للزبيدي (28/ 366).