ო ალლაჰ, შენს შეგეფარები შენი სიკეთის დაკარგვისგან, შენი წყალობის ცვლილებისგან, შენი მოულოდნელი სასჯელისა და შენი ყოველი რისხვისგან
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათი ორივეთი კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვედრებიდანაა:
«ო ალლაჰ, შენს შეგეფარები შენი სიკეთის დაკარგვისგან, შენი წყალობის ცვლილებისგან, შენი მოულოდნელი სასჯელისა და შენი ყოველი რისხვისგან».
«اللهُمَّ إِنِّي أَعُوذُ بِكَ مِنْ زَوَالِ نِعْمَتِكَ، وَتَحَوُّلِ عَافِيَتِكَ، وَفُجَاءَةِ نِقْمَتِكَ، وَجَمِيعِ سَخَطِكَ».
მოციქულმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავშესაფარი ითხოვა ოთხი მდგომარეობისგან: პირველი: ო ალლაჰ, ვეძებ შენთან თავშესაფარს შენი წყალობის დაკარგვისგან, იქნება ეს რელიგიური თუ ამქვეყნიური. გთხოვ, გამამტკიცო ისლამზე და დამიფარე იმ ცოდვებისგან, რომლებიც მოწყალებას აქრობენ. მეორე: შენი წყალობის გადაქცევა განსაცდელად; გთხოვ, დამიცავი შენი წყალობის მუდმივობით და დამიფარე ტკივილებისგან და დაავადებებისგან. მესამე: მოულოდნელი სასჯელი ან უბედურება; რადგან როდესაც სასჯელი და განსაცდელი მოულოდნელად და უეცრად მოდის, არ რჩება დრო მონანიებისა და გამოსწორებისთვის, რაც უბედურებას კიდევ უფრო მძიმეს და რთულს ხდის. მეოთხე: და შენი რისხვის გამომწვევი ყველა მიზეზი; რადგან ვისზეც შენ განრისხდები, ის დაღუპული და წარუმატებელია. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამოიყენა სიტყვების ერთობლიობა, რათა მოიცავდეს უზენაესი ალლაჰის რისხვის ყველა მიზეზს — იქნება ეს სიტყვები, ქმედებები თუ რწმენები,
მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სრული დამოკიდებულება უზენაეს ალლაჰზე.
ეს ნეტარი ლოცვა დაცვის შესახებ მოიცავს თხოვნას, რომ ალლაჰმა მიგვცეს წარმატება მადლიერების გამოხატვაში და დაგვიცვას ცოდვებისგან, რომლებიც ხდებიან ამ მადლის დაკარგვის მიზეზი.
შეცდომებისგან თავის არიდებისადმი გულმოდგინება და უზენაესი ალლაჰის რისხვის მიზეზებისგან გაშორება.
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავშესაფარი ითხოვა უზენაესი ალლაჰის მოულოდნელი სასჯელისგან, რადგან როცა ის დასჯის თავის მონას, მას დაატყდება ისეთი განსაცდელი, რომლისგანაც ვერავინ იხსნის და ვერც ყველა ქმნილების გაერთიანებით შეძლებს მისი თავიდან აცილებას.
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავშესაფარი ითხოვა უზენაესი ალლაჰის წყალობის შეცვლისგან, რადგან როდესაც ალლაჰი ადამიანს წყალობით ამდიდრებს, ის ორივე სამყაროს სიკეთეს მოიპოვებს. ხოლო თუ ეს წყალობა მოეშლება, მას ორივე სამყაროს ბოროტება დაატყდება. რადგან წყალობაა ის, რაც უზრუნველყოფს როგორც რელიგიის, ისე ამქვეყნიური ცხოვრების სიმტკიცეს.
საჰიჰ მუსლიმ (4/ 2097) (2739).
მეტი... (8)
توضيح الأحكام من بلوغ المرام.
لعبد الله البسام (7/ 568).
منحة العلام في شرح بلوغ المرام.
لعبد الله الفوزان (10/ 447).
فتح ذي الجلال والإكرام.
لابن عثيمين (6/ 495).
سبل السلام بشرح بلوغ المرام.
لمحمد الصنعاني (2/ 711 ).
Cited in books
6 Booksმეტი... (6)
- الدعاء من الكتاب والسنة الدعاء ويليه العلاج بالرقى من الكتاب والسنة (للوزارة)62- ((اللَّهُمَّ إِنِّي أَعُوذُ بِكَ مِنْ زَوَالِ نِعْمَتِكَ، وَتَحَوُّلِ عَافِيَتِكَ، وَفُجَاءَةِ نِقْمَتِكَ، وَجَمِيعِ سَخَطِكَ)).
- الدعاء ويليه العلاج بالرقى من الكتاب والسنةالدعاء من الكتاب والسنة62- «اللَّهُمَّ إِنِّي أَعُوذُ بِكَ مِنْ زَوَالِ نِعْمَتِكَ، وَتَحَوُّلِ عَافِيَتِكَ، وَفُجَاءَةِ نِقْمَتِكَ، وَجَمِيعِ سَخَطِكَ»[23].
- الذكر والدعاء والعلاج بالرقي من الكتاب والسنة"اللهم إني أعوذ بك من زوال نعمتك، وتحول عافيتك، وفُجَأة نقمتك، وجميع سخطك" .
- تحفة الأخيار تحفة الأخيار (ببيان جملة نافعة مما ورد في الكتاب والسنة من الأدعية والأذكار)«اللهُمَّ إِنِّي أَعُوذُ بِكَ مِنْ زَوَالِ نِعْمَتِكَ، وَتَحَوُّلِ عَافِيَتِكَ، وَفُجَاءَةِ نِقْمَتِكَ، وَجَمِيعِ سَخَطِكَ» [22]
- تطبيق القرآن والأذكارأدعية النبي صلى الله عليه وسلم 62- ((اللَّهُمَّ إِنِّي أَعُوذُ بِكَ مِنْ زَوَالِ نِعْمَتِكَ، وَتَحَوُّلِ عَافِيَتِكَ، وَفُجَاءَةِ نِقْمَتِكَ، وَجَمِيعِ سَخَطِكَ))[75].
- رياض الصالحينرياض الصالحين مع فوائد وهدايات - 7«اللهم إنِّي أعُوذُ بكَ منْ زَوَال نعْمَتِكَ، وتحَوُّل عَافيتِكَ، وفُجاءَة نقْمتِكَ، وجميع سَخطِكَ».