Skip to content

არეულობის დროს შესრულებული ღვთისმსახურება ჩემსკენ გაკეთებული ჰიჯრის მსგავსია

გადმოცემულია მა'აყილ ბინ იასარისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«არეულობის დროს შესრულებული ღვთისმსახურება ჩემსკენ გაკეთებული ჰიჯრის მსგავსია».

«الْعِبَادَةُ فِي الْهَرْجِ كَهِجْرَةٍ إِلَيَّ».

გადმოსცა მუსლიმმა
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიგვითითებს, რომ მკვლელობების, არეულობებისა და ქაოსის დროს აუცილებელია თაყვანისცემა და მისი რეგულარულად შესრულება. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ასეთი თაყვანისცემისთვის ჯილდო იგივეა, როგორც მასთან გადასახლება, რადგან იმ დროს ადამიანები, როგორც წესი, გულგრილად ეკიდებიან თაყვანისცემას და მასზე ყურადღება არ აქვთ გამახვილებული, ხოლო მხოლოდ მცირედნი უძღვნიან თავს თაყვანისცემას ასეთ რთულ ვითარებაში.

ჰადისის სარგებლობიდან

წახალისება ღვთისმსახურებაზე და უზენაეს ალლაჰთან სწრაფვისკენ არეულობების დროს, რათა ადამიანი დაცული იყოს გამოსაცდელთაგან და განრიდებულ იქნას ბოროტებას.

განმარტება თაყვანისცემის ღირსებისა არეულობებისა და რელიგიისადმი გულგრილი დამოკიდებულების დროს.

მუსლიმმა უნდა აირიდოს ყველაფერი, რაც არეულობასა და გულგრილობას იწვევს.

წყაროები

საჰიჰ მუსლიმ (4/ 2268) (2948).

მეტი... (4)

كشف المشكل من حديث الصحيحين (2/ 42).

البحر المحيط الثجاج في شرح صحيح الإمام مسلم بن الحجاج (45/ 5).

بهجة الناظرين (2/ 455).

نزهة المتقين (ص942).