ვინც ალლაჰისთვის შეასრულა ჰაჯობა, არ ჩაიდინა არანაირი უზნეობა და ცოდვა, დაბრუნდება ისეთივე [სუფთა ცოდვებისგან], როგორიც იყო იმ დღეს, როდესაც თავისმა დედამ შვა
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: "გავიგონე, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«ვინც ალლაჰისთვის შეასრულა ჰაჯობა, არ ჩაიდინა არანაირი უზნეობა და ცოდვა, დაბრუნდება ისეთივე [სუფთა ცოდვებისგან], როგორიც იყო იმ დღეს, როდესაც თავისმა დედამ შვა».
«مَنْ حَجَّ لِلهِ فَلَمْ يَرْفُثْ وَلَمْ يَفْسُقْ رَجَعَ كَيَوْمِ وَلَدَتْهُ أُمُّهُ».
მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ ვინც ალლაჰისთვის შეასრულებს ჰაჯობას და არ ჩაიდენს უზნეობას, რაც ნიშნავს სექსუალურ ურთიერთობას ან მის წინამორბედ ქმედებებს, როგორიცაა კოცნა და ახლო კონტაქტი. ასევე, აქ შედის ცუდი და უხამსი სიტყვების გამოყენება საუბრისას. და ასევე, არ ჩაიდენს უმართლობას რაიმე ცუდი საქციელითა და ცოდვით. ცოდვად ითვლება ის ქმედებები, რომლებიც იკრძალება იმ ადამიანისათვის, ვინც იმყოფება იჰრამის მდგომარეობაში. ასეთი ადამიანი დაბრუნდება ჰაჯობიდან ცოდვებისგან მიტევებული, როგორც ბავშვი, რომელიც იბადება სრულიად უცოდველი.
كيوم ولدته أمه: أي رجع من حجه بغير ذنوب.
ურჩობა (ალლაჰის მიმართ და ცოდვები) მიუხედავად იმისა, რომ ყველა შემთხვევაში აკრძალულია, ჰაჯობის დროს განსაკუთრებით იკრძალება, რათა გამოიხატოს ჰაჯობის რიტუალების სიდიადე და პატივისცემა.
ადამიანი იბადება ყოველგვარი ცოდვის გარეშე, უბილწო და წმინდა ცოდვებისგან; ის არ ატარებს სხვისი ცოდვების ტვირთს.
საჰიჰ ალ-ბუხარი (2/ 133) (1521).
საჰიჰ მუსლიმ (2/ 983) (1350).
მეტი... (10)
رياض الصالحين من كلام سيد المرسلين (ص358) (1274).
بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.
لسليم الهلالي (2/ 401).
كنوز رياض الصالحين.
لمجموعة من الباحثين (15/ 378).
شرح رياض الصالحين.
للشيخ محمد بن صالح العثيمين (5/ 321).
شرح النووي على مسلم (9/ 119).
إكمال المعلم بفوائد مسلم.
للقاضي عياض (4/ 462).
Cited in books
8 Booksმეტი... (7)
- فضل عشر ذي الحجة«مَن حَجَّ هَذَا الْبَيْتِ فَلَمْ يَرْفُثْ وَلَمْ يَفْسُقْ رَجَعَ كَيَوْمِ وَلَدَتْهُ أُمُّهُ».
- ما لا يسع أطفال المسلمين جهله«مَنْ حَجَّ لِلَّهِ فَلَمْ يَرْفُثْ وَلَمْ يَفْسُقْ؛ رَجَعَ كَيَوْمِ وَلَدَتْهُ أُمُّهُ»[67].
- مشروع منهاج زادكزادك 2 طالب نهائي«مَنْ حَجَّ للهِ فَلَمْ يَرْفُثْ، وَلَمْ يَفْسُقْ رَجَعَ كَيَوْمِ وَلَدَتْهُ أُمُّهُ»
- مشروع منهاج زادكزادك 2 طالب نهائي«رَجَعَ كَيَوْمَ وَلَدَتْهُ أُمُّهُ»
- منهج إعداد الدعاةالمفردة الرابعة -أركان الإسلام"من حج ولم يرفث ولم يفسق رجع كيوم ولدته أمه"
- نبراس طالب (1)1«مَنْ حَجَّ للهِ فَلَمْ يَرْفُثْ وَلَمْ يَفْسُقْ رَجَعَ كَيَوْمِ وَلَدَتْهُ أُمُّهُ»
- نبراس طالب (3)نبراس طالب 3«مَنْ حَجَّ للهِ فَلَمْ يَرْفُثْ وَلَمْ يَفْسُقْ رَجَعَ كَيَوْمَ وَلَدَتْهُ أُمُّهُ»